გარდაქმნის მიმართულება ელექტრიფიკაციაა. გერმანული კომპანია აცხადებს, რომ სრული გარდაქმნა სჭირდება, რაშიც მომავალი ელექტრიფიცირებული მოდელები დაეხმარება. ბრიტანულ გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას, კომპანიის ავტომობილების შემუშავების დირექტორმა დრამონდ ჯეკოიმ განაცხადა, რომ Mercedes-AMG-ს მიზანი, AMG-ს დნმ-ის შენარჩუნებასთან ერთად, ელექტრული ტექნოლოგიების დანერგვაცაა.

„ბუნერბრივია,V8 ძრავებით ჩვენი ავტომობილების აღჭურვას შემდეგი 200 წლის განმავლობაში არ ვაპირებთ. AMG-მ თავისი ელექტრული SLS-ით ადრეც დაამტკიცა, რომ მას აქვს სრულად ელექტრული მოდელების დაუყოვნებლივ ათვისების უნარი. ეს იყო თავისი დროის შესანიშნავი ავტომობილი. მას შემდეგ, ჰიბრიდული ტექნოლოგიებიდან ბევრი სიახლე ავითვისეთ და გაცილებით უკეთესი ელექტრული ავტომობილების დამზადება შეგვიძლია“, – ამბობს ჯეკოი.

ის დასძენს, რომ AMG მალე დაიწყებს Mercedes-Benz-ის არსებული მოდელების სრულად ელექტრული ვერსიების კვლევას. ამის მიზანი ისაა, რომ AMG-მ უკეთ შეძლოს თავისი მარკით ასეთი ავტომობილების პოზიციონირება. ჯეკოი ამბობს, რომ მის ინჟინრებს საქმის სუფთა ფურცლიდან დაწყება არ მოუწევთ, თუმცა ესმის, რომ სრულიად ახალ ტერიტორიაზე პირველი ნაბიჯის გადადგმა იოლი არ იქნება.