Mercedes-AMG-ის სპეციალიზაცია, სუპერ ავტომობილები და „მერსედესის“ მოდელების ტემპერამენტიანი ვერსიების წარმოებაა. მაგრამ როგორც ირკვევა, გერმანული კომპანიის შიდასაქარხნო ტუნერს სხვა ამბიციებიც ამოძრავებს. კერძოდ, როგორც ავსტრალიური გამოცემა „მოტორინგი“ იუწყება, „მერსედეს-AMG“ ავტონომიური ავტომობილების გამოშვებასაც გეგმავს.

„მოტორინგთან“ საუბრისას, Mercedes-AMG-ს შეფმა ტობიას მოერსმა განაცხადა: „როცა აფალტერბახიდან (AMG-ს ქალაქია) შტუტგარტში (Mercedes-ის ქალაქი) მივემგზავრები და გზად ინფორმაციის მიღება მჭირდება, უნდა შემეძლოს სატელეფონო ზარებზე პასუხი და კომპიუტერით სარგებლობაც კი. და ეს AMG-ს ავტომობილით მგზავრობის დროსაც არ უნდა იყოს პრობლემა. ხშირად, მართვა არაა სასიამოვნო, ან გადაადგილებისას სხვა პრიორიტეტები შეიძლება გქონდეთ. მაგრამ თუ საღამოს ოფისიდან შინ მივემგზავრები და გზაც თავისუფალია, მაშინ ჩემი AMG-ს მართვით მხოლოდ სიამოვნებას მივიღებ“.

მაგრამ, რა საჭიროა, შეიძინო AMG-ს სუპერ ავტომობილი, რომელსაც დამოუკიდებლად მოძრაობა შეუძლია? ასეთი ავტომობილი ხომ AMG-სთვის დამახასიათებელ ადრენალინის მოზღვავებას ვერ გამოიწვევს? წარმოიდგინეთ კონცეპტ F105-ის (ფოტოზე) AMG-სეული ვერსია. ცოტა ძნელია…