ბრიტანულ გამოცემა “ავტოქარის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, Mercedes-Benz-ი და მისი შტო AMG სრულიად ახალი, შუაძრავიანი სუპერ ავტომობილის გამოშვების მიზანშეწონილების საკითხს განიხილავენ. ავტომობილს ჰიბრიდული აგრეგატი უნდა ჰქონდეს და ის გახდება Mercedes-AMG-ს ხაზის მეორე მოდელი. შეგახსენებთ, რომ ამ ხაზში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ავტომობილი, AMG GT შედის.

Mercedes-Benz-SL-GTR-Concept-2

ასეთი ავტომობილის აგების შემთხვევაში, მის სტრუქტურაში კარბონის კომპოზიტს და ალუმინს გამოიყენებენ. ჰიბრიდული ძალური დანადგარის შემადგენლობაში კი შევა მცირელიტრაჟიანი V6 ტურბო ძრავი. ამგვარად, Mercedes-AMG-ში სურთ, რომ თავიანთი ახალი სუპერ ავტომობილი, ტექნოლოგიურად ახლოს იყოს ფორმულა 1-ის ბოლიდებში გამოყენებულ ტექნოლოგიებთან, რაც მათ ამ უკანასკნელის ცალკეული ელემენტების და კვანძების დამატებით ტესტირების საშუალებას მისცემს.

Mercedes-Benz-SL-GTR-Concept-3

„ჩვენ გვაქვს ჰიბრიდული ძალური დანადგარი, რომელიც უმაღლესი ენერგეტიკული სიმჭიდროვით გამოირჩევა. ამიტომ ვთვლით, რომ ამ ტექნოლოგიების საგზაო ავტომობილებზე გადატანას აზრი აქვს“, – ბრიტანულ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა გერმანული კომპანიის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ოღონდ, სამქიმიანების და მათი პარტნიორი AMG-ს მიზანი არ არის Porsche 918 Spyder-ის, McLaren P1-ის და Ferrari LaFerrari-ს კონკურენტის გამოშვება. მათი სუპერ ავტომობილი კონკირენციას McLaren 650S-ს და Ferrari 488-ს გაუწევს. ამასთან, ისინი ამ ავტომობილს დაამზადებენ როგორც დახურული, ასევე ღია ძარითაც.