Mercedes-Benz-მა და მისმა საქარხნო სატუნინგო-სარბოლო დივიზიონმა AMG-მ, C-Class-ის ახალი კუპეს ბაზაზე, შეიმუშავეს ახალი სარბოლო ავტომობილი C63, რომელიც DTM-ის რბოლებში მიიღებს მონაწილეობას. მომავალი სეზონიდან, ეს ავტომობილი გერმანიის ჩემპიონატის (DTM) ყველა დროის ყველაზე წარმტებულ სარბიოლ ავტომობილს შეცვლის, რომელიც C Class-ის ბაზაზეა შექმნილი. ამ ავტომობილს, DTM-ის 159 რბოლაში მიუღია მონაწილეობა და მათგან 85 (!) მოიგო.

ახალი სარბოლო ავტომობილის სრული სახელია Mercedes-AMG C63 DTM და მისი მსოფლიო პრემიერა, ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება. სერიაში მონაწილე ახლანდელი სარბოლო მოდელისგან განსხვავებით, ახალს გარეგნულად ბევრი საერთო ექნება თავის სერიულ ვერსიასთან. თუმცა მის ეკიპირებაში, ახალი აეროდინამიკური პაკეტი შევიდა, რომლის მიზანიც, ავტომობილისთვის მეტი მდგრადობის და ჩაჭიდების მინიჭებაა.

C63-DTM-Race-Car-2

ახალი ავტომობილის კონსტრუქციაში, ძველისგან ბევრი რამ დარჩა. თუმცა გარეგნულად ის სიახლეებიც შეინიშნება, რომლებიც უახლესი C-კლასის კუპესგან მიიღო. ესენია წინა და უკანა ფარები, ასევე რადიატორის ცხაურზე არსებული წყვილი ჰორიზონტალური ზოლი (AMG-ს საფირმო ნიშანი), რომელსაც „მერსედესის“ ემბლემა – რგოლში ჩამჯდარი სამქიმიანი ვარსკვლავი „უჭირავს“.

გერმანული კომპანიის განცხადებით, ახალი სარბოლო ავტომობილის ტესტები სეზონებს შორის, ზამთარში დაიწყება. Mercedes-AMG-ს გუნდის მრბოლ გერი პაფეტის თქმით, ახალი სარბოლო ავტომობილი ნათლად გვიჩვენებს იმ ტენდენციას, რომ „მერსედესის“ და AMG-ს საგზაო ავტომობილები, ყოველ ეტაპზე სულ უფრო იხვეწება ტექნიკურადაც და გარეგნულადაც და სულ უფრო უახლოვდებიან სარბოლო ვერსიებს.

C63-DTM-Race-Car-3

სარბოლო Mercedes-AMG C63 DTM აღჭურვილია 4.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავით, რომელიც 483 ცხენის ძალას (7 500 ბრ/წთ-ზე) და 500 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან წყვილში განივად განლაგებული 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი მუშაობს.