სუპერ ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Arrinera პოლონურია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, წარსული ირიბად ბრიტანეთთან აკავშირებს. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს კომპანიის წარმომადგენელი პიოტრ ფრანკოვსკი, ვინც ამ ვიდეოჩანაწერში, ბრიტანულ და ევროპულ ტრეკებზე პოლონელი მრბოლების, ელიოტ ზბოროვსკის და მისი შვილის, გრაფ ლუის გამოსვლებზე ლაპარაკობს.

ამ კავშირის ნიშნად, კომპანია Arrinera-მ თავისი სუპერ ავტომობილი Hussarya, ბრიტანულ სარბოლო მწვანე ფორმაში გამოაწყო და საიმიჯო ფოტო, ლეგენდარული ბრუკლენდსის ოვალის ნარჩენების ფონზე გადაუღო. სხვა მხრივაც, ეს ავტომობილი ბრიტანეთთან მჭიდროდ არის დაკავშრებული – ის პოლონეთში, პოლონურმა კომპანიამ კი შეიმუშავა, მაგრამ ბრიტანეთში, კერძოდ კი კემბრიჯშირში მზადდება. მისი საწარმო ქოვენთრის სიახლოვეს მდებარეობს, რომელიც „იაგუარის“ სახლია.

რაც შეეხება სუპერ ავტომობილს, Arrinera Hussarya-ს, ის ფოლადის მოდულურ სივრცული ჩარჩოს ბაზაზე აგებულ შასის ეყრდნობა. მის ბაზაში განლაგებულია GM-ის წარმოების 7.0-ლიტრიან LS7 V8 ძრავი, რომელსაც 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი უკავშირდება. ძრავის სიმძლავრე 420-დან 650 ცხენის ძალამდეა. სიმძლავრეს მყიდველი ირჩევს. ამ ფოტოზე, რომელიც ბრუკლენდსის ფონზეა გადაღებული, Hussarya-ს სარბოლო ვერსიაა გამოსახული.

Arrinera აცხადებს, რომ სარბოლო, GT3 სპეციფიკაციის Hussarya GT-ს სარბოლო ნათლობა მომავალ წელს შედგება, საგზაო ვერსია კი მოგვიანებით გამოვა.