Bugatti Veyron-ის ვერსია Super Sport-ი უსწრაფესია მსოფლიოში, მაგრამ აჩქარების და მოკლე დისტანციაზე რბოლის მხრივ, მას სერიოზულ კონკურენციას, ჰიბრიდული ჰიპერ ავტომობილების ცნობილი ტრიო უწევს. ისინი გაცილებით მძლავრ Bugatti-ს, სიმძლავრისა და წონის შესაშური ფარდობის წყალობით სჯობნიან.

ამის დასტურის მისაღებად, შეერთებულ შტატებში, Veyron-ს McLaren P1 შეაჯიბრეს. იმისათვის, რომ უკანა ამძრავიან P1-თან სრულ ამძრავიანი Bugatti-ს უპირატესობა გაებათილებინათ, შეჯიბრის ორგანიზატორებმა ავტომობილებს მოძრავი სტარტი მისცეს. ვიდეოში ჩანს, რომ სტარტზე ორივე თანაბრად სწრაფი იყო, შემდეგ კი ბრიტანულმა ჰიპერ ჰიბრიდმა დაწინაურება შეძლო. ბოლოს კი სიჩქარეც მას უფრო მაღალი ჰქონდა.

შედარებისთვის, McLaren P1-ის მოძრაობას 903-ცხენისძალიანი ჰიბრიდული აგრეგატი უზრუნველყოფს, Veyron-ს კი 987 ცხენი ემსახურება. სამაგიეროდ, ბრიტანული ჰიპერ ავტომობილი, თავის მეტოქეზე დაახლოებით 500 კილოგრამით ნაკლებს იწონის. ეს კი სოლიდური უპირატესობაა. თუმცა, რბოლისას ეს უპირატესობა თითქმის არ იგრძნობოდა.