ბრიტანულ გამოცემა “ავტოქარის” ინფორმაციით, McLaren-ი ახალი სუპერ ავტომობილის გამოშვებას აპირებს, რომელიც ლეგენდარული F1-ის შთამომავალი გახდება. ახალი ავტომობილის სალონშიც სამი სავარძელი მოთავსდება, ამათგან პილოტის პოზიცია ცენტრალურ ადგილს დაიკავებს. ახალ და ძველ ავტომობილებს შორის სხვა მსგავსებებიც იქნება. ასეთია კარები, რომლებიც ზევით იღება და სახურავსაც მოიცავს, ასევე ძრავის ჰაერის ამღები, რომელიც სახურავზე განლაგდება.

რაც მთავარია, ახალი ავტომობილი, ახალ სტილში შესრულდება, რომელიც შემდგომში ასახვას სხვა მოდელებზეც ჰპოვებს. სუპერ ავტომობილი იმ მონოკოკური სტრუქტურის მოდერნიზებულ ვერსიაზე აიგება, რომელიც საფუძვლად McLaren P1-ს უდევს. მოდერნიზაციის მთავარი მიზან ისაა, რომ მასში სამი სავარძელი მოთავსდეს. რაც შეეხება ძრავს, ეს იქნება 3.8-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8, რომლის სიმძლავრე 700 ცხენის ძალას ასცდება. მისი დახმერებით, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 320 კმ/სთ იქნება.

McLaren F1 to be reborn as  hyper-GT1

McLaren-ის თანამშრომელმა, ვინც ვინაობის გამხელა არ ისურვა, „ავტოქარს“ განუცხადა, რომ ეს იქნება დიდი ტურიზმის კლასის ავტომობილი, რომლის სატრეკო ვერსიის წარმოება არ იგეგმება. ის უნდა იყოს კომპანიის ისტორიაში ყველაზე მდიდრული მოდელი, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობას უოკინგელთა შტო McLaren Special Operations-ის (MSO) სპეციალისტებიც მიიღებენ. ეს შტო, კომპანიის მოდელების ექსკლუზიური ვერსიების წარმოებაზეა ორიენტირებული.

McLaren F1 to be reborn as  hyper-GT2

„ავტოქარისთ“ ინფორმაციის წყარო ირწმუნება, რომ სამადგილიანი სუპერ ავტომობილის შექმნა, McLaren-მა კლიენტების დაჟინებული თხოვნის შესაბამისად გადაწყვიტა. ამ თხოვნებს MSO ღებულობდა, თუმცა რამდენადაც ასეთი ავტომობილის შემუშავება ტექნიკურ სირთულეებთან და სოლიდურ ინვესტიციასთან არის დაკავშირებული, კომპანიას თხოვნების შესრულებაზე უარის თქმა უწევდა.

ახალი პროექტის კოდური სახელწოდებაა BP23. სავარაუდოდ, მისი ბაზარზე მისი დებიუტი 2018 წელს შედგება. ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, სერიული ავტომობილის სახელი იქნება F1 GT და ის დაახლოებით 2.0 მილიონი გირვანქა სტერლინგი ეღირება. სულ ასეთი 64 ავტომობილი დამზადდება.