McLaren-მა გამოაცხადა, რომ თავის უახლეს სუპერ ავტომობილ 720S-ზე მომავალი წლის ლიმიტი ამოწურა – ყველა ავტომობილზე შეკვეთები უკვე მიღებულია. ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ჟენევის მოტორ შოუზე ჩატარებული პრემიერის შემდეგ, კომპანიამ 720S-ზე 1 500 შეკვეთა მიიღო. მათი მიწოდება მომავალი წლის განმავლობაში განხორციელდება.

ბევრმ მყიდველმა ახალ ავტომობილზე ორი შეკვეთა გააფორმა. ჯერ ერთი იმისთვის, რომ ერთი რაც შეიძლება მალე მიიღონ. და მეორეც, მათი მეორე ავტომობილი სპეციალური ოპერაციების შტოსგან საქარხნო პერსონალიზაციას გაივლის. სხვათა შორის, ბრიტანულმა კომპანიამ შეკვეთების სწრაფად შესასრულებლად, 720S-ს წარმოება დაგეგმილზე ადრე, ივნისში დაიწყო.

ცნობისათვის, McLaren 720S ბრიტანული კომპანიის პირველი ავტომობილია, რომელიც 4.0-ლიტრიანი V8 ძრავით (რომელმაც 3.8-ლიტრიანი შეცვალა) აღიჭურვა. მისი სიმძლავრე 710 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი – 770 ნიუტონმეტრი. ამ მონცემებით, ის მთავარ კონკურენტებს – Lamborghini Huracan Performante-ს და Ferrari 488 GTB-ს ფორას მისცემს.