შანჰაის ავტო შოუზე, „მაკლარენმა“ თავისი უახლესი ხაზის, „სპორტ სერის“ მეორე ავტომობილი, „540C კუპე“ წარადგინა. ეს არის უოკინგელთა ისტორიაში ყველაზე ხელმისაწვდომი ავტომობილია. ეს არის უახლესი „570S კუპეს“ დეფორსირებული ვერსია, რომელიც ყოველდღიური სარგებლობისთვისაა განკუთვნილი.

ახალი ავტომობილიც 3.8-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 540 ცხენის ძალაა (7500 ბრ/წთ-ზე), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 540 ნიუტონმეტრია (3500-6500 ბრ/წთ-ის დიაპაზონში). ძრავთან წყვილში 7-საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული.

McLaren-540C-Coupe-4

ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასის ასაკრეფად 3.5 წამი ჰყოფნის, ანუ „სპორტ სერის“ პირველ მოდელზე, 570S-ზე 0.3 წამით ნელია. ადგილიდან ორასამდე ასაჩქარებლად 10.5 წამია საჭირო, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 320 კილომეტრია. ახალ კუპეს ასი კილომეტრის გასავლელად 11.0 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, მის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი კილომეტრზე 258 გრამია.

„540C კუპე“ იმავე მონოკოკურ შასი „მონოსელII-ზეა“ აგებული, რომელზეც 570S, თუმცა იმავე ავტომობილისგან განსხვავებით, განსხვავებული აეროდინამიკური პაკეტითაა აღჭურვილი. ამასთან, მისთვის განსხვავებული სტილის, ალუმინის ბორბლებიც შეიმუშავეს. ისინი ვერცხლისფრად, ან ეგრეთ წოდებულ „სტელსის“ ფერში შეიღებება. ამასთან, წინა ბორბლები 19-დუიმიანია, უკანები კი – 20-იანი.

„540C კუპე“ გლობალური ბაზრისთვისაა განკუთვნილი. მისი სასტარტო ფასია 126 000 გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 188 330 დოლარი). მასზე წინასწარი შეკვეთების მიღება, შანჰაიში პრემიერისთანავე დაიწყო, მიწოდბა კი 2016000 წლიდან დაიწყება.