მაზდამ ტოკიოს მოტორ შოუზე კონცეპტუალური კუპე „RX-ვიჟნ“ რომელიც როტორული (ვანკელის) შიდაწვის ძრავით არის აღჭურვილი. იაპონური კომპანია ამ ავტომობილს თავის მომავალს უწოდებს და დასძენს, რომ ის ოდესღაც მის საწარმოო პროგრამაში გამოჩნდება. ოღონდ როდის, ამას არ აკონკრეტებს. „RX-ვიჟნ“ არის წინაძრავიანი, უკანა ამძრავიანი სპორტული ავტომობილი, რომლის მოძრაობასაც როტორული აგრეგატი, უახლესი თაობის „სკაიექტივ-R“ უზრუნველყოფს.

mazda-rx-vision-15

„მაზდა“ ჯერჯერობით ამ აგრეგატის მახასიათებლებს არ აქვეყნებს, თუმცა აცხადებს, რომ მართალია, როტორულ ძრავებს დიდი ხანია, აღარ იყენებს, თუმცა მათზე მუშაობა და კვლევა არასდროს შეუწყვეტია. მოკლე რელიზში ძირიტადად სწორედ როტორულ ძრავზეა ლაპარაკი, ოღონდ კონკრეტიკის გარეშე. მასში ისიც კი არაა ნათქვამი, თუ კონცეპტის ძრავი რამდენ როტორს მოიცავს. არაა ლაპარაკი მის სიმძლავრესა და სხვა მონაცემებზე.

ყოველივეს მიუხედავად, პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემა „ავტოქარმა“ კონცეპტ „RX-ვიჟნის“ გაბარიტები გამოაქვეყნა. კერძოდ, ავტომობილის სიგრძე 4389 მილიმეტრია, სიგანე 1925 მილიმეტრი, სიმაღლე კი – 1160 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2700 მილიმეტრია. ამგვარად, ის უახლეს MX-5-ზე გრძელი, განიერი და დაბალია. ბაზაც კონცეპტს პოპულარულ როდსტერზე გრძელი აქვს. დიზაინი „მაზდას“ კორპორატიულ სტილ „კოდოს“ ბაზაზეა შემუშავებული.

Mazda-RX-Vision-rotary-engined-1

„ავტოქარივე“, „მაზდას“ კვლევისა და განვითარების შტოს შეფ კიოში ფუძივარასგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ „RX-ვიჟნი“ ბაზარზე კონკურენციას „პორშე კაიმანს“ გაუწევს. სავარაუდოდ, მისი წარმოება 2017 წელს უნდა დაიწყოს. ის აუცილებლად როტორული ძრავით აღიჭურვება, რომელთან წყვილშიც, მყიდველის სურვილის შესაბამისად, მექანიკური, ან რობოტიზებული (ორქუროიანი გადაბმულობით) გადაცემათა კოლოფი იმუშავებს. ძღავის სიმძლავრე სავარაუდოდ 300 ცხენის ძალას მიაღწევს.

უფრო მეტიც, ფუძივარა ამბობს, რომ განიხილება ტურბო ძრავისა და ჰიბრიდული სისტემის გამოყენების მიზანშეწონილება. თუმცა დასძენს, რომ ჰიბრიდული ვარიანტი ტექნიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული.