Mercedes-Maybach G650 Landaulet – ასე ჰქვია Mercedes-ის მდიდრული ავტომობილების მწარმოებელ ბრენდ Maybach-ის ისტორიაში პირველ უგზოობის ავტომობილს. სახელი Landaulet ნიშნავს, რომ ავტომობილის ძარა ლანდოს ტიპისაა. ანუ, ძარის უკანა ნაწილი მოსახსნელია. შეიძლება ითქვას, რომ ესაა ნახევრად კაბრიოლეტი. ლანდოს ტიპის ძარებს ადრე მხოლოდ მდიდრული ავტომობილებისთვის იყენებდნენ და ამიტომ გამოარჩიეს სახელითაც.

ძარის გარდა, Maybach G650 Landaulet სტანდარტული G-Class-ისგან ბორბლებს შორის ბაზითაც განსხვავდება. კერძოდ, თუ სტანდარტული მოდელის ბაზის სიგრძე 2 850 მილიმეტრია, „ლანდოლეს“ ბაზის სიგრძე 3 428 მილიმეტრს აღწევს. ამას სალონში სივრცე არ გაუზრდია, რადგან ბაზის დაგრძელება, უკანა გადმონაშვერის დამოკლების ხარჯზე მოხდა. თუმცა სალონში უკანა სავარძლების მგზავრებისთვის ადგილი მაინც გაიზარდა, რადგან უკან დაიწია უკანა ხიდმა.

სალონი მძღოლის კაბინისგან სრულად არის იზოლირებული. VIP მგზავრების სეგმენტი მდიდრულად არის გაწყობილი. ორ სავარძელს ცენტრალური კონსოლი აშორებს, სავარძლების წინ კი TFT ეკრანები მოთავსდა. დაკიდევ, მეოთხე საყრდენი დახრილია და მესამესთან ახლოსაა განლაგებული.

G650 Landaulet ბაზირებულია G500-ის შასიზე, მაგრამ მისი წყვილ ტურბოიანი V8-ს ნაცვლად, ასევე წყვილ ტურბოიანი V12 ძრავით აღიჭურვა, რომელიც 630 ცხენის ძალას და 1 000 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. გარდა ამისა, „ლანდოლეს“ შეუნარჩუნდა საბაზო მოდელის ხიდები და ყველა ბლოკირებადი დიფერენციალი. გაიზარდა ავტომობილის კლირენსი.

Mercedes-ი ახალი ავტომობილის პრემიერას ჟენევის მოტორ შოუზე გეგმავს. Maybach G650 Landaulet მხოლოდ 99 ცალი დამზადდება. ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.