იტალიური კომპანია ამაზე ჯერჯერობით ოფიციალურ ინფორმაციას არ იძლევა, თუმცა არსებობს იმის მოლოდინი, რომ მოდენელებს მეზობელი მარანელოელების ფლაგმანის ბაზაზე, საკუთარი ვერსიის გამოშვების საშუალება მიეცემათ. ასე იყო MC12-ის შემთხვევაში, რომელიც ლეგენდარული Enzo-ს ბაზაზე დამზადდა და გასაკვირი არ იქნება, თუ ტრადიცია გაგრძელდება.

maserati-hypercar-study2

არაოფიციალური ინფორმაციით, Maserati-მ ჰიპერ ავტომობილის პროექტს უკვე აუნთო მწვანე შუქი. ეს ავტომობილი უფრო შეზღუდული რაოდენობით დამზადდება, ვიდრე LaFerrari. მისი შასი და აგრეგატი Ferrari-ს წარმოებისა უნდა იყოს, გარეგნულად კი სრულიად განსხვავებული.

ამ ეტაპზე ძნელი სათქმელი, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს Maserati-ს ჰიპერ ავტომობილი. სავარაუდოდ, შასის პარამეტრებიდან გამომდინარე, მას LaFerrari-ს მსგავსი პროპორციები უნდა ჰქონდეს. ამის საფუძველზე, ტურინელმა დიზაინერმა ანდრეა ორტილემ ჯერ არარსებული ავტომობილის საკუთარი ინტერპრეტაცია შეიმუშავა.

maserati-hypercar-study1

ორტილეს ავტომობილი მომრგვალებული ფორმებით და განსხვავებული აეროდინამიკური ელემენტებით გამოირჩევა. მასში კონცეპტუალურ Alfieri-სთან გარკვეულ მსგავსებასაც აღმოაჩენთ. ყურადღებას იქცევს დიდი ზომის გვერდითა შუშები და ძრავის სეგმენტის ხუფი, რომელიც უკანა საყრდენთან არის ინტეგრირებული და მასთან ერთად, სახურავის გაგრძელებას წარმოადგენს. ავტომობილს აქვს რადიატორის უზარმაზარი ცხაური, ძალიან წვრილი, ზოლისებრი წინა და უკანა ფარები, უკან დიფუზორი და მის ორივე მზარეს განლაგებული გამოსაბოლქვი მილები.