ომეგა ჯგუფი თითქმის სრულად მოიცავს საავტომობილო ბაზრის ყველა სეგემენტს: BMW, MINI, IVECO, OPEL, CHEVROLET და ახლა უკვე პრემიუმ კლასის საავტომობილო ბრენდი MASERATI.

ომეგა ჯგუფი მაზერატის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში. მაზერატი – ეს არის ექსკლუზიური იტალიური საავტომობილო ბრენდი, რომელიც დაარსებულია 1914 წელს და მას შემდეგ მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე მოწინავე ადგილს იკავებს. ბრენდი გამოირჩევა იტალიური ელეგანტური სტილით, მაღალი კლასით, სპორტულობითა და საუკეთესო პერფორმანსის მაჩვენებლით.

საქართველოში წარმოდგენილი იქნება მაზერატის ყველა მოდელი: Quattroporte, Ghibli, GranTurismo და GranCabrio. ამ ეტაპზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და ავტომობილის შეძენის მსურველს შეუძლია ნახოს და შეიძინოს ორი ბიზნესს კლასის  ყველაზე მეტად პოპულარული მოდელი: Quattroporte და Ghibli. სულ მალე კი ამ მოდელებს შეუერთდება სპორტული მოდელები: GranTurismo და GranCabrio.

მაზერატი, როგორც ყველასთვის ცნობილია, პრემიუმ კლასის  ექსკლუზიური საავტომობილო ბრენდია. შესაბამისად სეგემენტი,  რომელზეც მაზერატის მოდელებია გათვლილი,  არის ყველა ის დავდაჯერებული, წარმატებული და დახვეწილი ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის საკუთარი თავის ფასი და სტატუსი. მოკლედ რომ ვთქვათ,  მაზერატი არის – „მათთვის ვინც იმსახურებს საუკეთესოს“. ასეთი ადამიანები მრავალად მოიძებნებიან საქართველოში. აქედან გამომდინარე,  წინასწარი გათვლებით ჩვენი სეგმენტის მხრიდან დიდი აქტივობაა მოსალოდენელი.

2015-maserati-granturismo-A1

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მაზერატის საავტომობილო ბრენდის მფლობელი ძალიან ბევრი ცნობილი და გავლენიანი ადამიანია მსოფლიოს მასშტაბით.  თუმცაღა სტერეოტიპი,  რომ მაზერატი კოლოსალურად ძვირადღირებული მანქანაა, არც მთლად შეესაბამება სიმართლეს. მანქანების  საწყისი საბაზო ფასი იწყება 61 970 ევროდან და იზრდება დამატებითი ოპციების მიხედვით. ამასთან ერთად, მაზერატის შეძენის მსურველს შეუძლია ისარგებლოს შიდა განვადებითა და ლიზინგის პირობებით. ასევე საბანკო განვადება და ლიზინგი შესაძლებელი იქნება პარტნიორი ბანკების მეშვეობით.

საქართველოში შოურუმის გრანდიოზული გახსნა ზაფხულის პერიოდში იგეგმება. მანამდე კი ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს მოდელების ნახვა და შეძენა, ასევე მაზერატის სერვის ცენტრით სარგებლობა შეეძლება შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის მე-10 კმ, 0131, თბილისი, საქართველო.