ფეისბუქის ავტორი მარკ ცუკერბერგი არამხოლოდ თავისი გამჭრიახობით, ქველმოქმედებით და შრომისმოყვარეობით არის ცნობილი. ის თურმე აშშ-ის 50-ვე შტატში მოგზაურობს, რათა განსხვავებულ საზოგადოებებს უშუალოდ გაეცნოს და მიღებული გამოცდილება საქმეში გამოიყენოს. ახლახანს ის შარლოტის (ჩრდილოეთ კაროლინა) ოვალურ ტრეკს ესტუმრა, სადაც სახელოვან დეილ ერნჰრადტ უმცროსის დახმარებით, NASCAR-ის სარბოლო ავტომობილით გაინავარდა.

პირველ რიგში, ერნჰარდტმა მისტერ ფეისბუქი თავისი 88 ნომერი სარბოლო „შევროლეთი“ ტრეკზე გაასეირნა, რა დროსაც ცუკერბერგი მანქანის სიჩქარით აღფრთოვანებული დარჩა. შემდეგ მცირე ინსტრუქცია მისცა და თავად გაუშვა სარბოლოდ. რა თქმა უნდა, ცუკერბერგის სიჩქარე გაცილებით ნაკლები იყო ერნჰარდტისაზე, თუმცა ინსტრუქტორისგან არაერთხელ დაიმსახურა შექება.

გარბენის დროს, მილიარდერი მოსწავლე თავის ინსტრუქტორს ემოციებს უზიარებდა.

მიუხედავად იმისა, რომ თავისი წრეები ცუკერბერგმა საკმაოდ ნელა გაიარა, მაინც გაოცებული დარჩა 900-ძალიანი სარბოლო ავტომობილის სიჩქარით. მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდლება იმ გარემოებამ მოახდინა, რომ მისივე სიტყვებით, „ყვითელ კედელს“ ძალინ სწრაფად უახლოვდებოდა.

თუმცა მთავარი ისაა, რომ ფეისბუკის დამაარსებელმა ადრენალინის უზარმაზარი დოზა მიიღო…