ახალი სეზონის პრობლემებით დაწყების შემდეგ, „ლოტუსი“ ჩინურ ეტაპზე მანქანაზე სიახლეების გამოყენებას აპირებს. ავსტრალიასა და მალაიზიაში გამოჩნდა, რომ „მერსედესის“ ძრავით აღჭურვილ ავტომობილს ჩაჭიდება და… იღბალი აკლია. სწორედ პირველი ნაკლის გამოსასწორებლად, ბრიტანული გუნდი სიახლეებს გეგმავს.

გასული, ძალიან რთული სეზონის შემდეგ, გუნდს ორ რბოლაში ნული ქულა აქვს. მალაიზიაში პასტორ მალდონადოს რბოლის დასაწყისშივე გაუსკდა ბორბალი, შემდეგ კი მუხრუჭები დაუზიანდა და ასპარეზობას გამოეთიშა. რომენ გროჟანს კი „ფორს ინდიასთან“ შეჯახებაა მოუვიდა და ფინიშთან ათეულს მიღმა მივიდა. მაგრამ კვალიფიკაციაზე ორივეს კარგი სისწრაფე ჰქონდა, რამაც მათ სტარტზე მოწინავე ათეულში ადგილის დაკავებაში შეუწყო ხელი. ეს კი მეტწილად „მერსედესის“ ძრავის დამსახურებაა.

„ლოტუსის“ მთავარი ინჟინერი ალან პერმეინი ჟურნალ „ავტოსპორტთან“ საუბრისას ამბობს, რომ „ტექნკური დახმარება გზაშია“, რაც გუნდს მომდევნო რბოლებში უკეთესი შედეგების მიღწევაში უნდა დაეხმაროს: „ჩინეთში სიახლეები გვექნება. მათ შორის, ახალი წინ ფრთა. ბარსელონას რბოლისთვის კი ახალ ცხვირს დავაყენებთ. ვიმედოვნებ, რომ ჩინეთში უკეთესი შედეგი გვექნება“.

Petronas-Sponsor-Footer