ერთ დროს, ორთქლის ძალას ტრანსპორტსა და ქარხნებში ფართოდ იყენებდნენ. საავტომობილო ეპოქის დასაწყისში, ორთქლზე მომუშავე აგრეგატი, ელექტრულთან ერთად, პერსპექტიულ მიმართულებადაც განიხილებოდა. კარგა ხანს, ორივე შიდაწვის ძრავების ჩრდილში დარჩა და სხვადასხვა მიმეზის გამო, არ განვითარებულა.

მაგრამ დრო იცვლება. გარემოზე ზრუნვამ და იმ ფაქტორმა, რომ ორგანული საწვავის მარაგები მალე ამოიწურება, ავტო ინდუსტრიას ენერგიის ალტერნატიული წყაროების ძიებისკენ უბიძგა. ამ პროცესში, ელექტრული ძალური დანადგარი აქტუალური გახდა, რასაც ენერგიის შენახვის საშუალებათა განვითარება უწყობს ხელს. ორთქლი კი ისევ წარსულშია, რადგან ასეთი დანადგარი უზომოდ დიდია და ნაკლებად ეფექტური.

თუმცა შტატ პენსილვანიაში არსებულმა კომპანია Haux Designs-მა, Jeep Wrangler-ის ბაზაზე ნამდვილი ორთქმავალი შექმნა. არა სარკინიგზო. არამედ ექვს ბორბლიანი ყველგანმავალი. ავტომობილი 1960-იან წლებში გამოშვებული ორთქლის ძრავით აღიჭურვა, რომელიც მხოლოდ 130-140 ცხენის ძალას და უსაშველოდ დიდ მაბრუნ მომენტს – 3 400 ნუტონმეტრს ავითარებს.

სრულიად განსხვავებული ძრავით აღჭურვის მიუხედავად, ავტომობილს მისი მექანიკური გადაცემათა კოლოფი შეუნარჩუნდა, თუმცა მხოლოდ მისი კორპუსი. შიგნიდან კი ის მთლიანად შეიცვალა და ახლა მხოლოდ ერთი მაღალი გადაცემა, ერთი დაბალი გადაცემა და ერთი რევერსი აქვს.

წინიდან ეს ორთქლის მონსტრი Wrangler-ს მეტნაკლებად ჰგავს, მისი უკან მხარე კი ახალია. ინჟინრებმა იქ წყლის 55-გალონიანი ავზი, უზარმაზარი ქვაბი და კეროსენის 16-გალონიანი ფიჭური კვანძი მოათავსეს. სწორედ ამის გამო გახდა საჭირო ავტომობილის მესამე ღერძით და ორი დამატებითი ბორბლით აღჭურვა. ამ ყველაფრის გამო, ავტომობილი 1 200 მილიმეტრით დაგრძელდა.

შეიცვალა საჭის მექანიზმი, დაკიდების სისტემა და მუხრუჭები. ავტომობილის ინტერიერი არის უგზოობის მოდელის და ორთქლმავლის ერთგვარი ნარევი – ორთქლის აგრეგატის კონტროლს და მართვას, შესაბამისი საუალებები დასჭირდა…