პატარა ამერიკულმა კომპანია Local Motors-მა, რომელმაც უგზობის Rally Fighter-ით და სამგანზომილებიან პრინტერზე „დაბეჭდილი“ ავტომობილით გაითქვა სახელი, მორიგი სიახლე გაგვაცნო. ესააა მინიბუსი, სახელად Olli, რომელიც არის სრულიად ავტონომიური ელექტრომობილი, რომელსაც IBM-ის სუპერ კომპიუტერ Watson-ის შესაძლებლობები გააჩნია.

Olli-ს 12 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. მას მძღოლი არ სჭირდება და მის ფუნქციებში, მგზავრებთან ურთიერთობა – საუბარი შედის. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მანქანას სწავლის უნარიც აქვს. ავტომობილის ეკიპირებაში შედის 30 სენსორი. ამასთან, ექსპლუატაციის და მოთხოვნების შემთხვევაში, სენსორების რაოდენობა და მოიმატებს და მათი ფუნქციაც მრავალფეროვანი გახდება.

Olli-15

გადაადგილებისას, მგზავრებს შეუძლიათ „ოლისგან“ მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს მანქანა, სად მიემგზავრებიან ისინი და რის საფუძველზე ღებულობს ეს უცნაური ავტომობილი ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. ამ ყველაფერში მანქანას ტექნოლოგია Watson-ის მრავალმხრივი უნარი დაეხმარება.

Olli-ს გადაადგილებას ერთი ელექტრო ძრავი უზრუნველყოფს, რომელიც 40 ცხენის ძალას და 125 ნიუტონმეტრს იძლევა. მისი ეს საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა მაქსიმუმ 20 კმ/სთ სიჩქარით იმოძრაოს. ელემენტების ბლოკის ტევადობა 50 კილომეტრის გასავლელად არის საკმარისი. „ლოუქლ მოტორსში“ აღიარებენ, რომ სვლის სიშორე ძალიან ცოტაა, მაგრამ ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მინი ბუსმა უნვერსიტეტების კორპუსებს შორის ატაროს სტუდენტები და ლექტორები.

Olli-19

ამჟამად მხოლოდ ერთი Olli არის დამზადებული და ის შტატ მერილენდში მოძრაობს. ოღონდ, მას ყოველი შემთხვევისთვის, მუდმივად აკონტროლებს სპეციალისტი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, თავის თავზე აიღებს მართვას, ან ავტომობილს „გამორთავს“. მალე ერთი ასეთ მინიბუსი ლას ვეგასში გამოჩნდება, რის შემდეგაც, Local Motors-ი ორ ეგზემპლარს ფლორიდელი შემკვეთისთვის დაამზადებს, ოთხი კი – დანიაში გაიგზავნება.