LIQUI MOLY ავტოსპორტის მხარდამჭერთა რიგებს დიდი ამბიციებით შუერთდა. მცირე პერიოდის მიუხედავად კომპანია დრიფტის მიმართულებაში 4 მრბოლელით არის წარმოდგენილი. გიორგი აბულაძე და ვახო ხურციძე პროფესიონალთა კლასში, გური მუხიგული და გიორგი მკრტიჩიანი კი სამოყვარულო კლასში ასპარეზობენ. წარმოგიდგენთ LIQUI MOLY RACING TEAM-ის საპრომოციო ვიდეორგოლს, რომელიც დრიფტის ჩემპიონატის მეოთხე ეტაპის დროს მომზადდა:

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, LIQUI MOLY RACING TEAM როგორც გუნდი ჩამოყალიბდა 2015 წლის საქართველოს დრიფტის ჩემპინატის მეოთხე ეტაპამდე. მიუხედავათ იმისა, რომ მათ გამოტოვეს ჩემპიონატის პირველი 3 ეტაპი, გუნდმა უკვე გამოაჩინა თავის პოტენციალი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, GDS-ის მეოთხე ეტაპზე. მიმდინარე ეტაპზე მოყვარულთა კლასში გამოირჩეოდნენ დებიუტანტი გური მუხიგული და გიორგი მკრტიჩიანი რომელც პირველ ადგილს იკავებს მოყვარულთა კლასში.

a5

LIQUI MOLY RACING TEAM: Giorgi Mkrtichiani. Model: BMW E36 M3 Sedan (USA) Stroker. Engine: 3.2 Liter S52 320Hp. Motor Oil: Liqui Moly Top Tec 4200 5W-30.

აღსანიშნავი იყო ვახო ხურციძის თავდაუდებელი ბრძოლა პროფესიონალთა კლასში, რომელმაც შეძლო საბურავის გარეშე – მხოლოდ დისკით დაეფინიშებინა.

a1

LIQUI MOLY RACING TEAM: Vakho Khurtsidze. Model: BMW E36. Engine: 4.6 Liter 360Hp Motor Oil: Liqui Moly Synthoil Race Tech GT1 10W-60.

გიორგი აბულაძეს (Simpson) კი ავტომობილის ტექნიკური პრობლემის შედეგად მოუწია მისი კოლეგის ავტომობილზე გადაჯდომა, რამაც საპრიზო ადგილი ვერ მოუტანა. აღსანიშნავია რომ გიორგი გამოირჩევა თავისი აგრესიული მართვის მანერით რაც დიდ ინტერესს იწვევს მაყურებელში.

a3

LIQUI MOLY RACING TEAM: Giorgi Abuladze. Model: BMW Compact. Engine: 4.4 Liter 360Hp Motor Oil: Liqui Moly Synthoil Race Tech GT1 10W-60.

გუნდის მიზანია საბოლოო ეტაპზე გამოავლინონ სრული პოტენციალი, რაც მათი თქმით, არა ერთ საპრიზო ადგილს მოუტანს  LIQUI MOLY RACING TEAM-ს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ 2016 წლის სარბოლო სეზონზე, LIQUI MOLY-ის კორპორატიული პოლიტიკისა და გუნდის ნიჭიერი მრბოლელების მეშვეობით, დასახულ მიზნებს ერთად მიაღწევენ.

a2

სმარტბოქსი გაესაუბრა გუნდის ერთერთ წევრს, რომელმაც შეაფასა ბრენდი და გუნდის შესაძლებლობები:

ვახო ხურციძე, 23 წლის, ბათუმიდან:

„ზოგადად ავტოსპორტით ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ პირობები არ მიწყობდა ხელს, პროფესიონალურად მივდგომოდი აღნიშნულ სფეროს. პირველად, 18 წლის ასაკში, მყავდა BMW-ს მარკის ავტომობილი. აქედან დაიწყო ჩემი სპორტული კარიერა. მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა სახის შეიჯიბრებებში. რადგან ბათუმში არ მქონდა სავარჯიშო ადგილი, დავიწყე ქალაქში არალეგალურად დრიფტის სწავლა. მოცურებული მანქანის მართვა (DRIFT) ყოველთვის ძალიან მომწონდა და მიზიდავდა, მაგრამ სწავლის პროცესს ბევრი უსიამოვნო შემთხვევაც მოყვა, რის შემდეგაც გადავწყვიტე პროფესიონალურად გამეგრძელებინა…  გასულ წელს, როდესაც ჩემი ახალი ავტომობილი შედარებით მოვამზადე, როგორც DRIFTCAR, მივიღე მონაწილეობა საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის მოყვარულთა კლასში და გავხდი 2014 წლის ჩემპიონი. ამჟამად ვმონაწილეობ პროფესიონალთა კლასში და დასკვნით ეტაპამდე ჯერჯერობით მესამე ადგილზე ვარ. 7 ნოემბერს კი გამოვლინდება საბოლოო გამარჯვებული და დასრულდება 2015 წლის საქართველოს დრიფტის ჩემპიონატი“…

SmartBox: როგორ შეაფასებდით მიმდინარე ჩემპიონატს?

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგადად DRIFT-ი საქართველოში განვითარების პროცესშია და  კარგი ტემპითაც ვითარდება, ნორმალურად შევაფასებდი, თუმცა ორგანიზება დასახვეწია… მთავარია ერთად მოვინდომოთ… საქართველოს BMW-ს კლუბის (BCG-ს) დამსახურებაა ყველა დრიფტერს რომ მოგვიყარა თავი ერთად და ჩვენ დავიწყეთ DRIFT-ის ისტორია საქართველოში“…

SmartBox: რა გეგმები გაქვთ მომავალი სეზონისთვის?

„მომავალი სეზონისთვის ვაპირებ უკეთ მოვემზადო  და ავტომობილიც შეძლებისდაგვარად გავაუმჯობესო. დიდი სურვილი მაქვს მეზობელ ქვეყნებშიც მივიღო მონაწილეობა DRIFT-ის ჩემპიონატში, გაცილებით ძლიერ მრბოლელებთან ასპარეზობა ერთგვარი გამოცდილება იქნებოდა ჩემთვის“…

SmartBox: რასთან ასოცირდება თქვენთვის LIQUI MOLY-ის ბრენდი და რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ LIQUI MOLY RACING TEAM-ის მრბოლელი?

„LIQUI MOLY ეს არის ბრენდი რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ავტოსპორტში  უამრავი გუნდი ყავს და კარგი მრბოლელებითაც გამოირჩევა. რა თქმა უნდა მეამაყება გუნდის წევრობა,  ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, ერთად მივაღწიოთ წარმატებას“…

SmartBox: რამდენად მნიშვნელოვანია ძრავის ზეთის ხარისხი ავტოსპორტში?

„ყველაზე მნიშვნელოვანია ძრავისთვის ზეთის ხარისხი ავტოსპორტში. აუცილებელია ზეთი, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე (დატვირთვაზე) იდეალურად მუშაობს და გაცილებით დიდ გარბენზე არ კარგავს ფუნქციას.   LIQUI MOLY ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს“.

a7

LIQUI MOLY  მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს და ფართო ასორტიმენტს: ძრავის ზეთებს, დანამატებს, ავტომობილის მოვლის საშუალებებს… ასორტიმენტი მოიცავს 4000-მდე დასახელების პროდუქტს. LIQUI MOLY-ის ზეთი სრულად იწარმოება გერმანიაში, ხარსხის უმაღლესი სტანდარტის დაცვით.

გერმანული წარმოების პროდუქციის ხარისხი და თანმიმდევრულობა არის უდაო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე საავტომობილო ინდუსტრიას ეხება. რაღაც, რაც მოითხოვს მაღალი დონის სიზუსტით, საიმედოობით და მაღალი ხარისხით წარმოებას, როგორც წესი, წარმოვდება გერმანიაში – სწორედ ეს არის LIQUI MOLY

50 წლის წინ დაფუძნებული კომპანია დღეს ერთერთი ლიდერია ბაზარზე. LIQUI MOLY-ის პროდუქცია ვრცელდება როგორც გერმანიაში, ისე მსოფლიოს 110 ქვეყანაში. საქართველოში LIQUI MOLY-ის პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია კომპანია GEZ MOTORS-ი.

a8

a4

a5