საშობაო არდადგებისთვის, Lexus-მა ისეთი რამ შეიმუშავა, რომლის მსგავსიც ალბათ ავტოინდუსტრიას არ ახსოვს – ყინულის ბორბლები და ყინულისვე საბურავები. და რაც მთავარია, ისინი სრულიად ფუნქციონალურია. Toyota-ს ლუქს ბრენდის ინჟინრებმა და ყინულის სკულპტურის სპეციალისტებმა, პროექტის შემუშავებას, საჭირო კვლევებს და ტესტებს, სამი თვე მოანდომეს.

lexus-nx-ice-tyres-11-1

განსაკუთრებულად რთული ამოცანა იყო ყინულის ბორბლების ავტომობილზე დამაგრება. ამისათვის, ავტომობილი გაყინეს და ხუთი დღით გააჩერეს -30 გრადუსი ყინვის პირობებში. ყინულის ბორბლებზე დაყენების შემდეგ კი Lexus NX-მა ლონდონს ქუჩებში მცირე მოგზაურობა მოაწყო. როგორც კომპანია აცხადებს, გაყინვის მიუხედავად, ძრავი ადვილად დაიქოქა.

ყინულისგან ბორბლები, კომპანია „ჰამილტონ აის სკულპტორზმა“ დაამზადა, რომელსაც ყინულისგან სკულპტურების დამზადების 35-წლიანი გამოცდილება აქვს. ეს კომპანია ლონდონშია ბაზირებული და არაერთი დიდი ზომის ყინულის სკულპტურა და კომპლექსი აქვს დამზადებული. მისმა სპეციალისტებმა, ყოველი ბორბლის დამზადებას 36 საათი მოანდომეს.

lexus-nx-ice-tyres-159-1

ყინულზე მომუშავე გუნდმა, ჯერ ყინულის ბორბლები დაამზადა, შემდეგ კი მათ საბურავებიც „გადააკრა“. მათი ყველაფერი მილიმეტრიანი სიზუსტით გააკეთეს. „ლექსუსმა“, „მსოფლიოში ყველაზე გრილი“ ბორბლების დამზადების პროცესის რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა.