McLaren-ი სუპერ ავტომობილებს აწარმოებს, მისი უახლესი მოდელი 720S კი 208 600 გირვანქა სტერლინგი ღირს და მხოლოდ ერთეულებისთვის არის ხელმისაწვდომი. მათთვის, ვისაც ჯიბე ამ ავტომობილის შეძენის საშუალებას არ აძლევს, Lego-მ McLaren-ის ავტომობილის სათამაშო ვერსია შეიმუშავა, რომელიც გაცილებით იაფი ღირს.

სათამაშოების დანიური კომპანია ბოლო დროს ყველა გამორჩეული ავტომობილის მისეულ ვერსიას ქმნის. McLaren 720S ახალი გამოსულია, მაგრამ „ლეგოში“ მიაჩნიათ, რომ სახელოვანი მწარმოებლის ნებისმიერი პროდუქტი იმსახურებს მათს ყურადღებას. ლეგოს მაკლარენი 12.99 გირვანქა სტერლინგი ღირს.

სათამაშოს კომპლექტში შედის არამხოლოდ ის ნაწილები, რომლებიც ავტომობილის ასაწყობად არის საჭირო, არამედ მექანიკოს-ინჟინერი (უფრო ალბათ მანქანის მფლობელი), მისი სამუშაო მაგიდა, სკამი, მაგიდის ნათურა და ყავის ჭიქაც კი. აქვეა სარბოლო ჩაფხუტი, ქანჩგასაღები და განსხვავებული ფორმის ბორბლები.

Lego-ს სათამაშო ივნისში გამოვა, დაახლოებით მაშინ, როცა McLaren-ი პირველ 720S-ს მომხმრებელს მიაწვდის.