მოტოციკლი ორბორბლიანი, კომპაქტური და მსუბუქი მანქანაა, რომელიც მცირელიტრაჟიანი ძრავითაა აღჭურვილი. მაგრამ არსებობს ცალკეული პროექტები, რომლებითაც ოთხბორბლიან, მრავალცილინდრიანი აგრეგატით აღჭურვილ მონსტრებს ქმნიან. რა თქმა უნდა, ასეთი პროექტები მხოლოდ კონცეპტუალური ხასიათისაა, მაგრამ ყოველი მათგანი იმსახურებს ყურადღებას.

ასეთი იყო მაგალითად, Boss Hoss-ი – ნამდვილი ამერიკული სახმელეთო კრეისერი Chevy-ს 5.7-ლიტრიანი V8 ძრავით, ან კიდევ უფრო საზარელი Tomahawk-ი, რომელიც Dodge-ს ინჟინრებმა Viper-ის 8.3-ლიტრიანი V10-ლიტრიანი, 500-ცხენისძალიანი ძრავით აღჭურვეს და ოთხ (ორ-ორ შეწყვილებულ) ბორბალზე დააყენეს.

lazareth-lm847-geneva-2

ამჯერად ჩვენი გაოცება ფრანგულმა კომპანია Lazareth-მა გადაწყვიტა, რომელმაც ამისათვის სუპერ მოტოციკლი, LM847 შეიმუშავა. ეს ის კომპანიაა, რომელმაც ერთხელ უკვე შეიმუშავა მსგავსი პროექტი, სახელად Wazuma V8F. ოღონდ ის Ferrari-ს V8 ძრავით აღჭურვილი კვადროციკლი იყო. ამჯერად კი ფრანგებმა Maserati-ს წარმოების 4.7-ლიტრიანი V8 ძრავი გამოიყენეს, რომელიც Quattroporte-ზე ასევე Alfa Romeo 8C Competizione-ზეც იდგა.

lazareth-lm847-geneva-3

ძრავი, რომელზეც არის აწყობილი ოთხბორბლიანი მოტოციკლი Lazareth LM847, 470 ცხენის ძალას და 620 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ის ერთსაფეხურიანი ჰიდრავლიკური კოლოფით, მრავალსაფეხურიან ტრანსმისიასთან არის დაკავშირებული. უცნურ მოტოციკლს ბევრი საინტერესო გადაწყვეტა ახასიათებს. მაგალითად, საკიდარი, რომელსაც წინ ორი ამორტიზატორი ემსახურება, უკან კი – მხოლოდ ერთი. ტრანსმისიიდან წამყვან უკანა ბორბალს (ბორბლებს) მამოძრავებელი ძალა ჯაჭვური გადაცემით მიეწოდება.