29 იანვარს, სოლიჰალის ქარხანაში შეწყდა Land Rover-ის უგზობის ლეგენდარული ავტომობილის, Defender-ის წარმოება. ავტომობილის, რომელიც 1948 წლიდან მოყოლებული, ბრიტანული ავტოინდუსტრიის სიამაყეს წარმოადგენს. ამ 68 წლის განმავლობა, სულ 2 მილიონზე მეტი Defender-ია გამოშვებული. მალე მის ნაცვლად, ბაზარზე ახალი „მცველი“ გამოვა. თუმცა მას შემდეგ, რაც ძველის წარმოების შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა, მისი გაყიდვები გაიზარდა.

Land Rover Defender Production Comes to an End

ამ ავტომობილის ერთ-ერთი საოცრება ისაა, რომ ამ 70 წლის განმავლობაში, ის პრაქტიკულად არ შეცვლილა. დიდი ალბათობით, მისი წარმოება არც ამჯერად შეწყდბოდა, რომ არა ერთი გარემოება – ის გამონაბოლქვზე თანამედროვე მკაცრ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და რადიკალურად შეცვლის გარეშე, ვერც დააკმაყოფილებს. გარდა ამისა, ავტომობილი არ შეესაბამება შეჯახებისას დაცვის სტანდარტებს.

„ლენდ როვერი“ თავისი ლეგენდის წარმოების შეწყვეტას გაცილებით ადრე აპირებდა, თუმცა ამ ინფორმაციის გაჟღერებამ უკუეფექტი გამოიწვია და „მცველზე“ მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. ამიტომ, წარმოების შეწყვეტა რამდენიმე თვით გადასწიეს. ამ პერიოდს დაემთხვა მე-2 მილიონე ეგზემპლარის გამოშვება და რამდენიმე ახალი სპეც ვერსიის შემუშავება. ამჟამად სპეც ვერსიები შესაძლოა ბევრი არაფრით გამოირჩევა, თუმცა დროთა განმავლობაში, მათ ფასი მოემატება. ამიტომ, მათზე მოთხოვნა ყოველთვის სოლიდურია და სიძვირის მიუხედავად, სწრაფად იყიდება.

ერთი საინტერესო მიღწევა: Defender-ი მსოფლიო ჩემპიონია ბაზარზე უწყვეტად ყოფნის ხანგრძლივობით. ამ მხრივ, მან თვით VW Beetle-ც კი დაჩრდილა.

Land Rover Defender Production Comes to an End 2

Land Rover Defender Production Comes to an End 3