Lamborghini-ს მთავარმა აღმასრულებელმა სტეფანო დომენიკალიმ დაადასტურა, რომ მისი კომპანია უგზოობის მოდელ Urus-ის წარმოებას აპრილში დაიწყებს. ოღონდ, Ferrari-ს ფორმულა 1-ის გუნდის ყოფილი შეფი დასძენს, რომ ეს იქნება პროტოტიპები და არა სერიული სპეციფიკაციის მოდელები, როგორებსაც მყიდველს შესთავაზებენ.

„წარმოება აპრილში დაიწყება. ოღონდ, ქარხანა წინასერიულ მოდელებს გამოუშვებს. ეს სრულიად ახალი პროცესია და პირველი ავტომობილები პროტოტიპები იქნება. ეს ძალიან დელიკატური პროცესია. და ამიტომ, 2017 წელი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ წინ დიდი ნაბიჯის გადადგმას ვაპირებთ“, – ამბობს დომენიკალი.

სანტ’აგატელთა შეფი ასევე ამბობს, რომ სანამ „ურუსის“ გაყიდვები დაიწყება, დლერებს და მომსახურების ცენტრებს, ახალი ავტომობილის შესწავლა დასჭირდებათ, რათა მომხმარებელს შესაფერისი სერვისი შესთავაზონ. პირველ პროტოტიპებს ამ საქმისთვისაც გამოიყენებენ. მსგავსი სამზადისი კი „ლამბორგინის“ ჯერ არასდროს ჰქონია.

Lamborghini-ს ადრე გამოცხადებული აქვს, რომ Urus-ი მის სამოდელო გამას 2018 წელს შეუერთდება. ის აღიჭურვება 4.0-ლიტრიანი V8 ძრავით და მის გარდა, მყიდველს ჰიბრიდულ აგრეგატსაც შესთავაზებენ.