მალე Lamborghini ქროსოვერ Urus-ის წარმოებას დაიწყებს. პარალელურად კი მისმა ინჟინრებმა კიდევ ერთი ახალი ავტომობილის, ოთხკარიანი კუპეს შემუშავება დაიწყეს. იტალიური კომპანია თავისი სამოდელო გამის გაფართოებას და ამით გაყიდვების კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს, რაშიც ორი ახალი ავტომობილი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

კომპანიის კომერციული დირექტორი ფედერიკო ფოშინი ამბობს, რომ Urus-ის მეშვეობით, Lamborghini გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს, თუმცა არც ამაზე გაჩერდება და შემდგომ ზრდა-გაფართოებას გააგრძელებს. ოღონდ, ჯერ პირველი მიზანი, ანუ გაყიდვების ორჯერ გაზრდაა მისაღწევი, შემდეგ კი კომპანია სახვა შესაძლებლობებსაც განიხილავს.

Urus-ის შემდეგ, სანტ’აგატა ბოლონეზელებისთვის, ზრდის ყველაზე ლოგიკური გაგრძელება ოთხკარიანი, ოთხადგილიანი და წინაძრავიანი ავტომობილის გამოშვება იქნება. ასეთი კონცეპტუალური მოდელი, სახელად Estoque (ფოტოზე), მათ 2008 წელს შეიმუშავეს. ოღონდ, მისი სერიული გამოშვება არც უფიქრიათ.

Lamborghini თავისი სერიული ოთხადგილიანი მოდელისთვის ალბათ VW-ს ჯგუფის MSB-პლატრფორმის მოდიფიცირებულ ვერსიას გამოიყენებს. ამ პლატფორმაზეა ბაზირებული Porsche Panamera და Bentley Continental GT. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ სანამ ამ პროექტს მწვანე შუქს აუნთებს, კომპანიამ სრულიად ახალი პლატფორმა ააგოს, რომელიც კარბონის ბოჭკოს კომპოზიციური მასალისგან დამზადდება. ამ პლატფორმაზე კომპანია თავის სამ სუპერ ავტომობილს ააგებს. ამ სამიდან ორი ახლანდელი Huracane-ს და Aventador-ის შემცვლელი იქნება, მესამე კი ფლაგმანი, რომელსაც ამ ეტაპზე ახალ Miura-დ მოიხსენიებენ. საინტერესოა, რომ ახალი პლატფორმის აგების ნაცვლად, „ლამბოს“ შეუძლია, ნათესავი Audi-ს არქიტექტურა გამოიყენოს, რომელზეც გერმანული კომპანიის სუპერ ავტომობილი R8 არის დაფუძნებული.