ეს მშვენიერი Lamborghini Miura P400 S, რომელიც 1971 წელს არის გამოშვებული, ერთ დროს როკის ვარსკვლავ როდ სტიუარტს ეკუთვნოდა. შაბათს ის აუქციონზე უნდა გასულიყო, სადაც მის სავარაუდო ფასად 800-900 ათასი გირვანქა სტერლინგი (1.1 მილიონ დოლარამდე) სახელდებოდა.

1971-lamborghini-miura-originally-owned-by-rod-stewart-6

გავრცელებული ინფორმაციით, Miura-ს ახლანდელმა მფლობელმა თავისი სუპერ ავტომობილის გაყიდვა პირველად eBay-ზე სცადა და ის 1.9 მილიონ დოლარად დააფასა. მაგრამ როგორც ჩანს, პოტენციურ მყიდველს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ სტიუარტის შემდეგ, ავტომობილმა მინიმუმ სამი მფლობელი გამოიცვალა.

გარდა ამისა, მისგან მოდიფიკაცია SV (სუპერ ველოჩე, ანუ ძალიან სწრაფი) ახლახანს, 2013 დაუმზადებიათ, როცა რესტავრაცია ჩაუტარდა. ცვლილება 4.0-ლიტრიან V12 ძრავს შეეხო, რომლის სიმძლავრეც 370-დან 383 ცხენის ძალამდე გაიზარდა. გარდა ამისა, ავტომობილს გაზრდილი ხახუნის დიფერენციალი დაუყენეს, უკანა ბორბლების კვალი გაუგანიერეს და საკიდარიც გადაუკეთეს.

1971-lamborghini-miura-originally-owned-by-rod-stewart-3

„მიურას“ რესტავრაცია და გადაკეთება ჯამში 150 000 დოლარი დაჯდა. სამაგიეროდ, ავტომობილი ისე გამოიყურება, იფიქრებთ ქარხნიდან ახალი გამოსულიაო.

სპეციალისტების შეფასებით, Miura ყველაზე ლამაზი ავტომობილია მათ შორის, რომლებიც კი ოდესმე Lamborghini-ს გამოუშვია. სულ ასეთი 764 ავტომობილი დამზადდა. ამიტომ, ყველა „მიურა“ კოლექციონერთა შორის სასურველ ექსპონატად ითვლება.