ფოტოზე ისე ჩანს, როგორც რეალური, თუმცა ის მხოლოდ ვირტუალური სამყაროდან არის. ამ კონცეპტუალური პროექტის ავტორი, ამ საქმის უბადლო ოსტატი, საავტომობილო დიზაინერი და კონსულტანტია, რომელიც იონ სიბალის სახელითაა ცნობილი. თქვენს წინაშეა მის მიერ შემუშავებული გამჭვირვალე Lamborghini Countach-ი.

ტექნიკურად, ასეთი ავტომობილის შექმნა პრობლემას არ წარმოადგენს – ძარას კომპოზიტის ან ლითონის ნაცვლად, გამჭვირვალე ორგანული შუშით დაამზადებთ. მსგავსი რამ, კომპანია TRW Automotive-მა შემოგვთავაზა ფრანკფურტის 2013 წლის მოტორ შოუზე. ეს კი იმისთვის დასჭირდა, რომ მის მიერ შემუშავებული, მართვის დამხმარე სისტემა ხილული ყოფილიყო.

გამჭვირვალე ავტომობილებს პერიოდულად სხვებიც ამზადებენ და მიზანი ყოველთვის ისაა, რომ ავტომობილზე გაყოყენებული დაფარული ელემენტები გამოჩნდეს. რეალობაში კი აზრადაც არავის მოუვა, რომ გამჭვირვალე ავტომობილი მომხმარებელს შესთავაზოს. ასეთს მაინც არავინ იყიდის, თუნდაც Lamborghini Countach-ი იყოს.

იონ სიბალის ეს ნამუშევარი აღტაცებას იმსახურებს. მან შეძლო და კომპიუტერის დახმარებით გამოაჩინა არამხოლოდ შასი და V12აგრეგატი, არამედ სალონის ელემენტებიც. ისე, კარგი ობიექტი კი აურჩევია – „კოუნტაჩი“ ხომ სანტ’აგატა ბოლონეზელთა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილია, რომელსაც 1974-1990 წლებში, სამი მოდიფიკაციის სახით აწარმოებდნენ…