მონტერეის (შტატი კალიფორნია) საავტომობილო კვირეულზე, Lamborghini-მ თავის საიუბილეო (კომპანიის დამაარსებელ ფერუჩო ლამბორგინის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა) მოდელ Centenario-ს ღია ვერსია, Centenario Roadster-ი წარადგინა, რომელიც ძალიან შეზღუდული რაოდენობით დამზადდება. სულ 20 ცალი ასეთი ავტომობილის გამოშვებაა დაგეგმილი. თითოეული მათგანი 2.0 მილიონი ევრო ღირს და როგორც იტალიური კომპან ირწმუნება, ყველა მათგანზე შეკვეთა უკვე მიიღო.

როდსტერის მზიდი სტრუქტურა და ძარა, ასევე აეროდინამიკური ელემენტები, მთლიანად კარბონის კომპიზიტისგან არის დამზადებული. ის 1570 კილოგრამს იწონის, ანუ კუპესძარიან ვერსიაზე 50 კილოგრამით მძიმეა. აეროდინამიკურ პაკეტში შევიდა აქტიური უკანა ანტი ფრთა, რომელიც სიჩქარის შესაბამისად, სიმაღლეს 150 მილიმეტრით და დახრის კუთხეს 15 გრადუსით იცვლის.

Lamborghini Centenario Roadster4

გარდა ამისა, დახურული Centenario-ს მსგავსად, როდსტერის ოთხივე ბორბალიც მართვადია. დაბალ სიჩქარეზე, უკანა ბორბლები მოხვევის საპირისპირო მხარს, მცირე კუთხით მოტრიალდება, რაც მოხვევის რადიუსს ამცირებს. მაღალ სიჩქარეზე კი ყველა ბორბალი ერთი მიმართულებით ტრიალდება. ოღონდ, უკანები ნაკლები კუთხით.

Centenario Roadster-ის ბაზაში განლაგდა 6.5-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავი, რომელიც 770 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მისი წყალობით, ის „ლამბოს“ ისტორიაში ყველაზე მძლავრი საგზაო ავტომობილია. ასეთი ძრავის დახმარებით, ადგილიდან ასის აკრეფას 2.9 წამში ასწრებს, რაც 0.1 წამით მეტია დახურული Centenario-ს აჩქარებაზე. მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ზე მეტია.

Lamborghini Centenario Roadster10

სალონი ეკიპირებულია უმაღლესი დნს ინფოტაინმენტ სისტემით, რომლის ცენტრალურ ნაწილსაც 11.0-დუიმიანი სენსორული ეკრანი წარმოადგენს. ეკიპირებაში შევიდა Apple CarPlay, ორი კამერა და ტელემეტრიული სისტემა. ეს ორი შეთავაზებათა პაკეტში შედის.

Centenario Roadster-ი 20 (წინ) და 21-დუიმიან (უკან) ბორბლებზე დგას, რომლებიც Pirelli-ს სარბოლო საბურავებით (PZero) არის აღჭურვილი. ბობლებს ძალიან მძლავრი, კარბონ-კერამიკული მუხრუჭები ემსახურება, რომელიც ავტომობილის ეფექტურ შენელებას უზრუნველყოფს.