ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, „ლამბორგინი“ პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე, თავის მოდელ „ავენტადორ სუპერველოჩეს“ ღია ვერსია „როდსტერს“ წარადგენს. ამგვარად, ეს იქნება მეორე სუპერ ავტომობილი, რომელსაც სანტ’სანტ’აგატა ბოლონეზელები კალიფორნიულ საავტომობილო ფესტივალზე წარადგენენ.

Lamborghini-Aventador-SV-Roadster-3

სულ რაღაც ერთი თვის წინ, იტალიურმა კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ წარმოებისთვის „ავენტადორ LP750-4 SV-ს“ ღია ვერსიას ამზადებს. არადა, ამის შესახებ კულუარებში ლაპარაკი ჯერ კიდევ ჟენევის მოტორ შოუს დროს დაიწყო. კომპანიის შეფმა სტეფან ვინკელმანმა არაერთხელ განაცხადა, რომ „სუპეველოჩე როდსტერს“ შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 500 ცალს დაამზადებენ. ამგვარად, ეს უფრო ექსკლუზიური ავტომობილი იქნება, ვიდრე ორიგინალური „ავენტადორ SV“.

Lamborghini-Aventador-SV-Roadster-2

ამ ორ ავტომობილს ძირითადად სახურავი განასხვავებს. შასი და აღჭურვილობა კი იდენტური აქვთ. შასი მეტწილად კარბონის კომპოზიტის ნაწარმია, რაც ავტომობილის სიმსუბუქეს და სიმტკიცეს განაპირობებს. ბაზაში დგას 6.5-ლიტრიანი ატმოსფერული V12, რომელიც 740 ცხენის ძალას (8400 ბრ/წთ-ზე) იძლევა. ეს კი სტანდარტული „ავენტადორის“ სიმძლავრეზე თითქმის 50 ცხენის ძალით მეტია.

ეს ყველაფერი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა საათში 100 კილომეტრი 2.8 წამში აკრიფოს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 356 კმ/სთ-ს აღწევს.