Lamborghini Aventador-ი ძალიან ძვირადღირებული ავტომობილია და მისი შეძენა ყველას არ შეუძლია. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც სუპერ ავტომობილის ფლობის სურვილს, სქელი ჯიბის გარეშე იკმაყოფილებენ. მოპარვას არ ვგულისხმობთ.

ერთმა ტაივანელმა ენთუზიასტმა, თავისი სურვილის უცნაური ხერხით ასრულება გადაწყვიტა. მან რეალური ზომის „ავენტადორი“… ქაღალდისგან გააკეთა. რა ტქმა უნდა, მისი „ლამბო“ არ დადის, მაგრამ ფოტოებს თუ დააკვირდებით, უთუოდ აღიარებთ, რომ ამ „მანქანის“ ავტორს აქვს იმის საბაბი, რომ იამაყოს!

ძარა, ბორბლები, სალონში სავარძლებიც კი – ყველაფერი ქაღალდისგან არის დამზადებული. რა თქმა უნდა, აბსოლუტური სიზუსტის დაცვა შეუძლებელია, მაგრამ აღტაცებას იწვევს მისი შემქმნელის მონდომება და ნებისყოფა. ქაღალდის „ლამბოს“ ფარებიც აქვს, ბამპერიც, უკანა ანტი ფრთაც, გამოსაბოლქვიც. მოკლედ, ყველაფერი ადგილზეა!

მაგრამ, როგორც ირკვევა, ქაღალდის ავტომობილი მხოლოდ იმისთვის არ შექმნილა, რომ მის ავტორს „ავენტადორისადმი“ თავისი დამოკიდებულება გამოევლინა. თურმე ტაივანში არსებობს ასეთი დღე, საფლავების დასუფთავების დღე. ჰოდა, ამ ქაღალდის „ლამბოს“ ავტორი თავის წინაპრებს უძღვნის, რის აღსანიშნადაც ავტომობილს საფლავზე დაწვავენ და შემდგ ფერფლს მიწაზე მიმოფანტავენ…