Lamborghini-ს ფლაგმანმა სუპერ ავტომობილმა Aventador-მა მნიშვნელოვანი ზღვარი გადალახა – იტალიურმა კომპანიამ ის უკვე 5 000 ცალი დაამზადა. ამგავარად, ის წინამორბედ Murcielago-ზე პოპულარული გახდა. ცნობისათვის, Murcielago ათი წლის განმავლობაში, თითქმის 4 000 ცალი გაიყიდა. Aventador-ს კი ხუთ წელიწადში 5 000 მყიდველი გამოუჩნდა.

მე-5 000 ავტომობილი არის Aventador LP700-4 Roadster-ი, რომელიც წითელ (როსო ბია) ფერშია შეღებილი, რომელიც პირველად Aventador LP750-4 Superveloce-ზე გამოიყენეს. ფერი ოქროს ნაწილაკებს შეიცავს, რომელიც ძარის ზედაპირს განსაკუთრებულ ელვარებას ანიჭებს. ეს გამორჩეული ავტომობილი იტალიაში დარჩება, რადგან ის სწორედ აპინინზე შეუკვეთეს.

საინტერესოა, რომ Aventador-ს ჯერაც წინ ელის განახლება, რაც სანტ’აგატა ბოლონეზელებს იმედს აძლევს, რომ ამ ავტომობილის გაყიდვები 10 000-ს მიუახლოვდება. განახლების გარდა, კომპანია კიდევ ერთი სპეც ვერსიის გამოშვების მიზანშეწონილებას განიხილავს. შემდგ კი ბაზარზე Aventador-ის შემცვლელი გამოვა.

მართალია, Aventador-ი უკვე ხუთი წლისაა, ის მაინც შესაშური მახასიათებლებით გამოირჩევა. მისი 6.5-ლიტრიანი V12 ატმოსფერული ძრავი, 700 ცხენის ძალას და 690 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან დაკავშირებულია 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური ტრანსმისია, რომელიც მამოძრავებელ ძალას ოთხივე ბორბალს უნაწილებს. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 2.9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 350 კილომეტრს აღწევს.