როგორც Ferrari-ს მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ განაცხადა, მისი კომპანია ჰიპერ ავტომობილ LaFerrari-ს ღია ვერსია LaFerrari Spider-ს მომავალ წელს გვიჩვენებს. მას ახალი ავტომობილის შესახებ სხვა ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული სიახლეები მედიაში მაინც ქვეყნდება.

ერთ-ერთი ასეთი წყაროა ინკოგნიტო პირადი ბროკერი, რომელმაც ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარს“ შეატყობინა, რომ ახალი ავტომობილს დასაკეცი მყარი სახურავი ექნება, როგორსაც მარანელოელები თავიანთ სხვა ღია ავტომობილებზე იყენებენ. უფრო მეტიც, ამავე წყაროს ინფორმაციით, კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ შასის მინიმალური გადაკეთება დასჭირდება.

Ferrari-La-Ferrari-11

რაც მთავარია, არ შეიცვლება მზიდი სტრუქტურის გრეხვითი დატვირთვებისადმი მედეგობა და სიმტკიცე. ამასთან, თითქმის უცვლლი დარჩება აჩქარების მონაცემები. კერძოდ, ადგილიდან ასამდე ასაჩქარებლად, „სპაიდერს“ სამ წამზე ნკლები ეყოფა, ორასს კი დაახლოებით შვიდ წამში მიაღწევს.

რაც შეეხება ფასს, LaFerrari Spider-ი 3.5 მილიონი ევრო ეღირება და ამ ფასს გადასახადები დაემატება. ამასთან, ღია ჰიპერ ავტომობილს, მის კუპე ვერსიაზე გაცილებით ნაკლებს დაამზადებენ. თუ „ჩვეულებრივი“LaFerrari 499 ცალი დამზადდა, ვერსია „სპაიდერის“ შეძენის საშუალება, 70 მსურველს მიეცემა.

LaFerrari-Spider-1