ფერარიმ მხოლოდ ფოტო გამოაქვეყნა და გვამცნო რომ ჰიპერ ავტომობილის ღია ვერსიას კარბონის მოსახსნელი სახურავი ექნება. ამასთან, ჯერ არც მისი სახელი გაუმხელია და არც დინამიკური მახასიათებლები. ამ ინფორმაციას ფერარი ავტომობილის პრემიერისთვის ინახავს, რომელიც პარიზის მოტორ შოუზე, ოქტომბერში გაიმართება.

ასევე ცნობილია, რომ ღია ავტომობილი იმავე აღჭურვილობითაც იქნება გამორჩეული, რითაც სახურავიანი LaFerrari. ავტომობილს მამოძრავებელ ძალას ჰიბრიდული აგრეგატი ანიჭებს, რომლის ჯამური სიმძლავრეც 950 ცხენის ძალაა. მისი მთავარი ნაწილი არის V12 აგრეგატი, რომელიც 789 ცხენის ძალას იძლევა. მასთან წყვილში კი ელექტრო ძრავი მუშაობს, რომლის სიმძლავრეც 160 ცხენის ძალაა.

The-LaFerrari-Goes-Topless

ფერარიმ ისიც მოგვახსენა, რომ ახალი ავტომობილის შასის საფუძვლიანი მოდიფიკაცია ჩაუტარდა, რისი მიზანიც ის იყო, რომ მას გრეხვისადმი ისეთივე მედეგობა ჰქონოდა, როგორიც სტანდარტულ „ლაფერარის“ აქვს. ღია სახურავმა აეროდინამიკის შეცვლაც მოითხოვა, თუმცა სავარაუდოა, რომ ღია ჰიპერ ავტომობილის მონაცემები სახურავიანი „ლაფერარისგან“ დიდად განსხვავებული არ იქნება.

LaFerrari Aperta2

რაც შეეხება სახელს, არსებობს ვარაუდი, რომ ახალ ავტომობილს სახელად „ლაფერარი აპერტას“ დაარქმევენ. სუპერ ავტომობილების ცნობილ კოლექციონერ ალეხანდრო სალომონის ინფორმაციით, ღია „ლაფერარი“ სულ 150 ცალი დამზადდება. არადა, თავიდან მხოლოდ 100 ცალის გამოშვება იგეგმებოდა.