ლაფერარის ფასი 1.3 მილიონი დოლარია, ის ძალიან შეზღუდული რაოდენობით (499 ცალი) დამზადდა და სიძვირის მიუხედავად, შეძენის მსურველი მყიდველზე გაცილებით მეტი იყო. გადამყიდველთა ხელში ავტომობილის მოხვედრის გამოსარიცხად, „ფერარიმ“ ერთი პირობა დააყენა – „ლაფერარის“ შეძენის საშუალება მხოლოდ მათ მიეცემოდათ, ვისაც მანამდე „ფერარისგან“ მინიმუმ ხუთი ავტომობილი ჰქონდა შეძენილი.

North-America-Lists-At-$5-Million-2

მაგრამ როგორც ჩანს, მარანელოელებმა მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს – ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში, მეორად ბაზარზე უკვე რამდნმე „ლაფერარი“ გაიყიდა. ახლახანს კი ეს ავტომობილი შტატ ფლორიდაშიც გამოჩნდა. პრემიუმ ავტომობილების კომერციაზე სპეციალიზებულ სადილერო კომპანია „ნეიპლს მოორსპორტსის“ შოურუმში შავი „ლაფერარი“ დგას, რომელსაც მხოლოდ 202 კილომეტრი აქვს გავლილი.

უფრო მეტიც, გამოცემა „ტოპ სპიდის“ ინფორმაციით, ეს ავტომობილი უკვე „მეორე წრეზეა“. ანუ ამჟამად მას მეორე მფლობელი ჰყიდის. მისი ვინაობა უცნობია. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ავტომობილი პირველმა სათამაშო ბიზნესის მაგნტმა სტივი უინმა იყიდა. მან კი ახლანდელ მფლობელს 3.0 მილიონ დოლარად მიჰყიდა. ამჟამად შავი „ლაფერარის“ ფასი 5.0 მილიონი დოლარია.

North-America-Lists-At-$5-Million

საინტერესოა, რომ „ნეიპლს მოორსპორტსის“ შოურუმში სხვა იშვიათი სუპერ ავტომობილებიც დგას. მათ შორისაა „კიონიგსეგ CCX“, რომელიც მხოლოდ ამერიკაში მხოლოდ 13 ცალი დადის. და ეს ავტომობილი „სულ რაღაც“, 949 995 დოლარად იყიდება…