მოტოციკლების და სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა ავსტრიულმა კომპანია KTM-მა თავის პოპულარულ მოდელ X-Bow-ს ორი განახლებული ვერსია X-Bow R და X-Bow RR შეიმუშავა. მათი პრემიერა ესენის (გერმანია) ტუნინგის შოუზე გაიმართა. ორივე ავტომობილს უფრო დახვეწილი ძარა აქვს, რისი წყალობითაც, მაგალითად ვერსია R-ის აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი 2.2 პროცენტით არის შემცირებული.

ktm-new-x-bows-4

გარდა ამისა, კომპანიამ ვერსია RR-ისთვის შეიმუშავა პაკეტი „Aerodynamic Package 4“, რომელშიც შევიდა გაზრდილი წინა სპლიტერი, დიდი ზომის ანტი ფრთა, ასევე ძირის ახალი ელემენტები და ბორბლების განსხვავებული თაღები. ეს ყველაფერი ჰაერის ნაკადების ოპტიმალურ განაწილებას ემსახურება. ამ ყველაფრის წყალობით, ჩაჭიდების ძალა 30 პროცენტით არის გაზრდილი. ცნობისათვის, სტანდარტული მოდელისთვის ჩაჭიდების ძალა 193 კმ/სთ სიჩქარის დროს, 400 კილოგრამია. გარდა ამისა, ავტომობილი უფრო ეფექტურ საბურავებითაა შემოსილი, რაც მას მოსახვევების 2.0 G ცენტრიდანული გადატვირთვით გავლის საშუალებას აძლევს.

ktm-new-x-bows-8

ორივე ავტომობილი Audi-ს წარმოების 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავით არის აღჭურვილი, რომელთაგან R-ის ვერსია 300 ცხენის ძალას და 407 ნიუტონმეტრს იძლევა, RR-ის ვერსია კი – 360 ცხენის ძალას და 475 ნიუტონმეტრს. მეტი სიმძლავრის გარდა, მძლავრი ვერსია უფრო ხისტი საკიდარით და Brembo-ს მძლავრი მუხრუჭებითაც გამოირჩევა.

ktm-new-x-bows-15