კომპანიებმა KTM Sportcar-მა და Reiter Engineering-მა დაიწყეს სარბოლო მოდელ X-Bow GT4-ის გაყიდვები. ავტომობილი გაზრდილი გამძლეობით და შემცირებული საექსპლუატაციო ხარჯებით გამოირჩევა. კომპანიების განცხადებით, ყოველი კილომეტრი, რომლებიც საგარანტიო გარბენში შედის, ავტომობილის მფლობელს 3.9 ევრო დაუჯდება.

ოფიცალური ინფორმაციით, 10 000 კილომეტრამდე არის გაზრდილი კომპანია Holinger-ის წარმოების სეკვენტალური გადაცემათა კოლოფის საგარანტიო მანძილი. გარდა ამისა, განახლების შემდეგ, მას 700 ნიუტონმეტრი მაბრუნი მომენტის გადამუშავება შეუძლია. გაუმჯობესდა საკიდარიც, რომლის საგარანტიო მანძილი ახლა უკვე 20 000 კილომეტრია. ასევე შეიცვალა ძრავის მართვის ბლოკი.

ძრავი Volkswagen-ის წარმოების ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბოა (TFSI), რომელიც 360 ცხენის ძალას და 500 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მის მეშვეობით, X-Bow GT4-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა 3.9 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 265 კილომეტრია.

Bow GT4 დიდი პოპულარობით სარგებლობს GT4 კლასის რბოლებში, როგორებიცაა GT4-ის ევროპული სერია, Pirelli-ს მსოფლიო გამოწვევა, ჩინეთის და ავსტრალიის GT, ტაილანდის სუპერსერია და სხვა. თითო სარბოლო ავტომობილი 152 360 ევრო ღირს.