რამდენიმე თვეა საქართველოს სადაზღვევო ბაზარს ახალი წევრი „კოპენბური“ შეემატა. კომპანია მომსახურების მაღალ ხარისხზე და ინოვაციურ სადაზღვევო პროდუქტებზეა ორიენტირებული. სმარტბოქსი კომპანია „კოპენბურის“ გენერალურ დირექტორს _ ბატონ ივანე კახაძეს ესაუბრა:

SmartBox: გვიამბეთ კომპანიის და მისი სერვისების შესახებ.

სადაზღვევო კომპანია “კოპენბური” საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე წლის აგვისტოდან გამოჩნდა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს არასიცოხლის დაზღვევის ფართო სპექტრს, როგორიცაა ავტომობილის, ქონების, პასუხისმგებლობის, ტვირთების დაზღვევას და სხვა პროდუქტებს როგორც საცალო, ისე კორპორატიულ სეგმენტს. „კოპენბურმა“ საოპერაციო საქმიანობის დასაწყისშივე მომხმარებელთა საკმაოდ შთამბეჭდავი ბაზა შექმნა და წარმომადგენლობა ბათუმში, ქუთაისსა და ფოთში გახსნა. მომსახურების უმაღლესი ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა არის ის, რითაც „კოპენბური“ ახალ, განსაკუთრებულ სტანდარტს დაამკვიდრებს და ინოვაციურ სიტყვას იტყვის ქართულ სადაზღვევო სფეროში.

SmartBox: რა სეგმენტზეა გათვლილი თქვენი სერვისი?

„კოპენბური“ მომხმარებელს უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის ინოვაციური სადაზღვევო პროდუქტებით. ჩვენი მიზანია შევქმნათ მომსახურების გამორჩეული სტანდარტი, რომელიც ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე. ინდივიდუალური მიდგომა გაერთიანებული პროდუქტის ზუსტ დიზაინთან იქნება ის, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლებთან გრძელვადიანი, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის დამყარებას.

Kopenbur-1

SmartBox: რითი გამოირჩევა თქვენი კომპანია კონკურენტებისგან?

ბაზარზე სწორი პოზიციონირება, ასევე გამორჩეული და განსხვავებული ხედვა, რომელიც უკვე იგრძნეს ჩვენმა მომხმარებელმა. თუმცა ჯერ მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც მომხმარებლებს მომავალში შევთვავაზებთ.

რაც შეეხება კონკრეტულად ავტოდაზღვევას, თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენ გვაქვს ერთ–ერთი საუკეთესო კასკო ბაზარზე. მომხმარებლისთვისაც გათვალისწინებულია სხვადასხვა ბენეფიტები, როგორიცაა „თეგეტა მოტორსის“, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, 100 ლარიანი ვაუჩერი, ასევე ოქროს და ვერცხლის ფასდაკლება „თეგეტა მოტორსში“, ავტომანქანის ჩანაცვლება სადაზღვევო შემთხვევისას, ავტომობილის შეკეთებას მხოლოდ მაღალი დონის სერვის ცენტრებში და სხვა.

SmartBox: ერთ-ერთი ინოვაციური პროდუქტია ავტომობილების ჯგუფური დაზღვევა Team Casco. უფრო კონკრეტულად რომ გვიამბოთ ამ პროდუქტის შესახებ.

Team Casco საშუალებას აძლევს მომხმარებელს დაეზღვნენ ჯგუფურად, გაინაწილონ რისკები და ერთი საერთო ლიმიტის ფარგლებში დააზღვიონ ავტომობილი. ჯგუფი უნდა შედგებოდეს სამი ან მეტი ადამიანისგან, რომელთაც შეიძლება ჰყავდეთ ნებისმიერი ბრენდის, ასაკისა და ფასის ავტომანქანა. მაგალითად: თუ სამ მეგობარს ჰყავს 5, 10 და 15 ათას დოლარიანი ავტომობილები, ნაცვლად იმისა, რომ შეიძინონ ცალ-ცალკე ინდივიდუალური დაზღვევა (ჯამური ლიმიტი ამ შემთხვევაში 30 000 დოლარს შეადგენს), ისინი ერთიანდებიან ჯგუფში, ეზღვევიან ერთი საერთო 15 ათას დოლარიანი ლიმიტის ფარგლებში. ამ გზით თითოეული სადაზღვევო პრემია მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე ინდივიდულაური დაზღვევის შემთხვევაში.

SmartBox: რას პირდება „კოპენბური“ მომავალში ავტომფლობელებს?

წლის ბოლომდე გავუშვებთ ბაზრისთვის სრულიად ახალ პროდუქტს, რომელიც დარწმუნებული ვარ დიდ რეზონასს გამოიწვევს. ასვე გავაფართოებთ ჩვენს რეგიონალურ წარმომადგენლობებს და თბილისის გარდა კიდევ 5 რეგიონში ვიქნებით წარმოდგენილი. ამით კიდევ უფრო გავაძლიერებთ წვდომას რითეილ კლიენტთან. 2015 წელს ვგეგმავთ უკვე მოვხდეთ არასიცოცხლის და არა–ჯანმრთელობის მიმართულებით ტოპ 5–ში, ხოლო რიგი მიმართულებით სამეულში. მე ვფიქრობ ეს სავსებით რეალურია.