ეს ავტომობილი, ისევე როგორც მისი მთავარი კონკურენტი Bugatti Chiron-ი, ეგრედ წოდებული მეგაქარების ახალ კლასს მიეკუთვნება. ამას თავისი მიზეზი აქვს – მათი ძალური დანადგარები 1000 კილოვატზე, ანუ მეგავატზე მეტ სიმძლავრეს გასცემენ. ორივეს პრემიერა ჟენვის მოტორ შუზე გაიმართა.

koenigsegg-regera-geneva-2016-1

შვედური მეგა ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია ჟენევაში შარშან ვიხილეთ, ამჯერად კი Koenigsegg-მა მისი სერიული ვერსია წარმოგვიდგინა. როგორც მწარმოებელი ამბობს, სერიულ Regera, თავისი კონცეპტუალური ვერსიისგან 3000 შეცვლილი დეტალთ განსხვავდება. და გასული 12 თვის განმავლობაში, პატარა კომპანიამ არამხოლოდ ამდენი სიახლე შეიტანა კონსტრუქციაში, არამედ მასზე პირველი შეკვეთებიც მიიღო.

Regera პლაგ-ინ ჰიბრიდული ძალური დანადგარით არის აღჭურვილი, რომლის მთავარი ნაწილია 5.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8. მისი სიმძლავრე 1100 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი – 1280 ნიუტონმეტრი. მის გარდა, მეგა ავტომობილს სამი ელექტრო ძრავიც ემსახურება, რომელთაგან ორი უკანა ღერძზე განლაგდა, ერთი კი შიდაწვის ძრავის მუხლა ლილვთან არის დაკავშირებული. ჰიბრიდული სისტემის ჯამური სიმძლავრე 1500 ცხენის ძალას აღწევს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი – 2000 ნიუტონმეტრს.

koenigsegg-regera-geneva-2016-6

ელექტრო ძრავებს, ელემენტების 800-ვოლტიანი ბლოკი ემსახურება, რომელიც ფორმულა 1-ის ტექნოლოგიების მიხედვით არის შემუშავებული. ის მხოლოდ 90 კილოგრამს იწონის, კონცეპტუალური ვერსიის ბლოკზე 25 კილოგრამით ნაკლებს. სამაგიეროდ, ოდნავ შემცირდა მისი ტევადობა. ავტომობილის წონა 1628-დან 1590 კილოგრამამდე შემცირდა.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს „რეგერას“ ტრანსმისია, რომელსაც საფეხურები არ აქვს და ის არც ვარიატორია. მისი სახელია Direct Drive. როგორც კომპან აცხადბს, ეს სისტემა რთული შესამუშავებელი იყო და სრულყოფასაც დიდი ძალისხმევა დასჭირდა, თუმცა სასურველი შედეგიც გამოიღო. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჩვეულებრივ ტრანსმისიებთან შედარებით, „დაირექტ დრაივს“ ენერგეტიკული დანაკარგები 50 პროცენტით ნაკლები აქვს. ეს კი მის დინამიკურ მახასიათებლებზე აისახება.

koenigsegg-regera-geneva-2016-3

Regera-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 2.8 წამი ჰყოფნის, 200 კმ/სთ-ს 6.6 წამში აღწევს, 300 კმ/სთ-ს კი – სულ რაღაც, 10.9 წამში! Koenigsegg-ი თავისი მეგა ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარე არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ის 400 კმ/სთ-ზე მეტია და ამ სიჩქარეს Regera დაახლოებით 20 წამში აღწევს!

ინტერიერში განლაგდა სავარძლები, რომლებსაც რეგულირების ელექტრონული სისტემა ემსახურება. გარდა ამისა, მფლობელის განკარგულებაშია ინფოტაინმენტ სისტემა Apple CarPlay-ს მხარდაჭერით, უსადენო ინტერნეტ კავშირი და სმარტფონის უსადენო დასამუხტი სისტემა. ავტომობილი ასევე აღჭურვილის დისტანციური მართვის სისტემა „ავტოსკინით“, რომელიც კარების და საბარგულის შორიდანვე გაღების საშუალებას იძლევა.

„კენიგსეგი“ მხოლოდ 80 ცალი „რეგერას“ გამოშვებას აპირებს, მაგრამ მის ფასს ჯერჯერობით არ აქვეყნებს.