არაკომერციული ორგანიზაცია FCA Canada, კანადის დღისთვის უცნაურ პროექტებს ქმნის. შარშან მისი ორგანიზებით, Jeep Wrangler-ის უცნაური ვერსია შეიქმნა, რომლის ზედაპირიც კონსერვის ქილებით იყო დაფარული. ამ პროექტმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ FCA Canada-მ მისი გამეორება გადაწყვიტა და საზეიმო ღონისძიებისთვის ის ავტომობილი მოამზადა, რომელსაც ფოტოზე ხედავთ.

Jeep_Canstruction2

ახალ პროექტში მონაწილეობა სტუდენტებმა და სკაუტებმა მიიღეს, რომლებმაც წინასწარ მომზადებული ინსტრუქციის და 5 000 ცალი არამალფუჭებადი პროდუქტის კონსერვის გამოყენებით, კონსერვის Jeep Wrangler-ი ააწყვეს. რა თქმა უნდა, ეს „ავტომობილი“ მხოლოდ თავისი ფსევდო რადიატორის ცხაურით და პროპორციებით ჰგავს უგზობის ლეგენდარულ მოდელს. ის უბრალო ხის დაფებზეა აწყობილი. თან ისე, რომ კონსერვების მთლიანობა არ დარღვეულა. „ბორბლებიც“ კი კონსერვის ქილებით დამზადდა.

Jeep_Canstruction1

კონსერვის Wrangler-ის სკულპტურა ვანკუვერის ქუჩებში, კანადის დამოუკიდებლობის 149-ე წლის იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიების დროს გამოიფინა. ზეიმის შემდეგ, „ავტომობილი“ დაშლას ექვემდებარება, მის კონსერვებში არსებულ პროდუქტებს კი უპოვართათვის გამოიყენებენ.

FCA Canada-მ კონსერვის ავტომობილი წინ წლებშიც შეიმუშავა. 2014 წელს ეს იყო პიკაპ Ram-ის ფორმით. და ის ავტომობილი კალგარიში გამოფინეს. 2013 წელს ტორონტოში კონსერვებით აწყობილი Dodge Grand Caravan-ი დამზადდა. საინტერესოა, რომელ მოდელს და ქალაქს აირჩევენ კანადის 150 წლის იუბილეს აღსანიშნად…