იაპონიის ბაზარზე ახალი Honda Civic Type R-ის პრემიერა სექტემბრის ბოლოს გაიმართება და სანამ ეს მოხდება, ცნობილი გახდა, რომ ავტომობილი აქსესუარების მდიდარი კომპლექტით იქნება ეკიპირებული, რომლებიც მას კიდევ უფრო მეტ ტემპერამენტს მიანიჭებს.

ისიც უნდა ითქვას, რომ ეს კომპლექტი მხოლოდ იაპონური ბაზრისთვის (JDM) იქნება განკუთვნილი. თუმცა ეს ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს, რადგან JDM ავტომობილები ჩვენში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ აქსესუარების უმეტესობის შექმნისა და შერჩევისას, შთაგონების წყაროს როლი წინა თაობის CTR-მა შეასრულა.

ეკიპირებაში შევიდა ალუმინის 10-წკირიანი 18-დუიმიან ბორბლები, რომლებიც შემკვეთს 2 445 დოლარი დაუჯდება. გარდა ამისა, არჩევანშია რადიატორის წითელი ფერის ცხაური, შავი, ან წითელი გარე სარკეები, ყვითლად შეფერილი ნისლის ფარები, ასევე უკანა ანტი ფრთა, რომელიც წითელი კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადდება.

შეთავაზებაშია ასევე ინტერიერის ბევრი აქსესუარი. მათ შორისაა კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული არაერთი დეტალი, რომლებიც ცენტრალურ კონსოლს და კართა პანელებს დაამშვენებს. გადაცემების გადამრთველი წითელი ტყავით გაფორმდება. ძირზე კი შავ და წითელ ფერებში გაწყობილი ხალიჩები დაიგება.