მსოფლიოში ბევრი ადამიანია ისეთი, ვისაც ფარეხში სუპერ ავტომობილი ელის. მაგრამ ძალიან ცოტაა ისეთი, ვისაც საკუთარ კუნძულზე განცალკევება შეუძლია. ასეთებს სუპერ ავტომობილების შესაძენი ფულის შოვნაც არ უჭირთ. კიდევ უფრო იშვიათია ისეთი ადამიანი, ვინც მზადაა, თავისი კუნძული სუპერ ავტომობილში გაცვალოს.

Porsche-918-Spyder-11

ასეთია ვინმე ემილიო ჩირელი, ვისაც უკვე რამდენიმე წელია, საკუთარი, დაუსახლებელი კუნძულის სუპერ ავტომობილებში გაცვლა სურს. 2013 წელს მას გამოქვეყნებული ჰქონდა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ კუნძულს Ferrari Enzo-ში გადაცვლიდა. მაგრამ მაშინ გაცვლა არავინ ისურვა. ცნობისათვის, მისი კუნძული „სულ რაღაც“, მილიონ დოლარად არის შეფასებული. ეს ფასი კი Enzo-სთვის ძალიან ცოტაა.

მაგრამ ჩირელი არ ცხრება და ცოტა ხნის წინ, ახალი განცხადება განათავსა – ამჯერად კუნძულის სანაცვლოდ, Porsche 918 Spyder-ი სურს. ალბათ იკითხავთ, რა კუნძულია ისეთი, პატრონს აღარ სურს მისი ფლობა და ვერც სხვა დააინტერესა მისით? ის დეიტონა ბიჩიდან (შტატი ფლორიდა) სამხრეთით, 16 კილომეტრში მდებარეობს.

Porsche-918-Spyder-8

სხვათა შორის, ჩირელის ბოლო ათ წელიწადში ეს კუნძული ორჯერ გაუყიდავს. ორივე შემთხვევაში 1 000 000 დოლარად. მაგრამ ორივეჯერ უკან დაუბრუნეს. მაინც, რატომ სურს ამ კუნძულთან განშორება? მარტივი მიზეზის გამო – კიდევ ორ კუნძულს ფლობს. ჩირელი ყვება, რომ უძრავი ქონების ბიზნესს ხელი 29 წლის წინათ მოჰკიდა, როცა ფლორიდაში გადასახლდა. მანამდე რესტორანის მფლობელი ყოფილა, თუმცა უძრავმა ქონებამ დააინტერესა. მაშინვე გაუჩნდა კუნძულის ფლობის სურვილი.

კუნძულების გარდა, ავტომობილების გურმანიცაა. წლების განმავლობაში, ორმოცამდე Alfa Romeo და Maserati გამოიცვალა. ახლა კი Porsche-ს ყიდვა სურს, რადგან ამბობს, რომ ამ კომპანიის ავტომობილების კარგი მართვადობითაც გამოირჩევა და მათი შენახვაც გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე სხვა კომპანიების სუპერ ავტომობილებისა. განსაკუთრებით მოდელ 911-ს აქებს. თუმცა დასძენს, რომ თუ კუნძლში Porsche 918 Spyder-ს არ მისცემენ, არც Ferrari LaFerrari-სა და McLaren P1-ზე იტყვის უარს…