Apple მალე აიფონებისა და აიპოდებისთვის ახალ iOS-ს გამოუშვებს, რომელიც ავტომფლობელებისთვის სამუდამოდ გადაწყვეტს ერთ ძველ პრობლემას – მას პარკირებული ავტომობილის მოძებნაში დაეხმარება. ახალი ოპერატიული სისტემა ავტომატურად დაიმახსოვრებს ადგილს, სადაც ავტომობილს დატოვებთ და უკან დაბრუნებისას, მასთან ყოველგვარი ძებნის გარეშე მიგიყვანთ და ამაში თქვენი დახმარება, ანუ შესაბამის ნიშანზე თითის დაჭერა სულაც არ დასჭირდება.

071416-ios-10-car-finder-art-1

პარკირებული ავტომობილის მოსაძებნად, iOS 10 გამოიყენებს Apple Maps-ს, რომელიც გუგლის რუკის საჭიროებას საბოლოოდ მოხსნის. ახალი სისტემის ბეტა ვერსიის ტესტირებისას, ავტომობილის მფლობელის აიფონის GPS-ი აფისქირებს, რომ ავტომობილი სახლისგან შორს გაჩერდა და თავისით ინიშნავს გაჩერების ადგილს.

როცა პარკირების ადგილისკენ წახვალთ, სისტემა რუკის მეშვეობით, მიგასწავლით იმ ადგილს, სადაც ავტომობილი გელოდებათ. მას შეუძლია მისასვლელი გზის მანძილის გაზომვა და მისვლის დროის კარნახი. რა თქმა უნდა, უმოკლეს გზასაც გიჩვენებთ. iOS 10-ის პარკირებული ავტომობილის მაძებარმა იცის, როდის მიხვალთ ავტომობილთან და მიახლოებისას კარს საკეტს მოხსნის.