პეკინის ავტო შოუზე, არაერთმა ჩინურმა და არაჩინურმა კომპანიამ, ბევრი საინტერესო კონცეპტუალური და სერიული ავტომობილი წარადგინა. მათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია კომპანია IAT-ის უგზობის ავტომობილი, სახელად Kalman-ი. ამ ექვსმეტრიან ავტომობილს თამამად შეიძლება უწოდოთ „სტელსი“ ბორბლებზე.

IAT-Kalman

ავტოგამოფენაზე წარდგენილი ავტომობილი კონცეპტუალურია, თუმცა მისი შემქმნელი ირწმუნება, რომ მისი წარმოებისთვის მზადაა. ოღონდ, წარმოება ძალიან ხმამაღლა ნათქვამია, რადგან ჩინური კომპანია ამ შავ მონსტრს მხოლოდ 10 ცალს დაამზადებს. და თიტოეულის ფასი 1.85 მილიონი დოლარი იქნება. ეს დაახლოებით 26-ჯერ მეტია Ford-ის ყველაზე ძვრი პიკაპ F-450 Super Duty-ის ვერსია Platinum-ის ფასზე (71 320 დოლარი).

bmw-i3-2

ცისფრი ოვალის ეს ავტომობილი მხოლოდ იმიტომ ვახსენეთ, რომ Kalman-ი სწორედ მის ბაზაზეა აგებული. და მისივე ტრაიტონის სერიის 6.8-ლიტრიანი V10 ბენზინის ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 367 ცხენის ძალას და 620 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.

ავტომოყვარულს უთუოდ ემახსოვრება Lexus-ის უგზობის კონცეპტუალური LF-NX, რომელმაც თავის დროზე, ბევრი გააოცა თავისი უხეში ფორმებით. მაგრამ ჩინური Kalman-ი კიდვ უფრო „უარესია“. ის სტელსის ტიპის პირველი თაობის „უხილავ“ ავიაგამანადგურებელ F-117-ის გაგახსენებთ. ავტომობილს უხეშ გარეგნობას, მისი ძარის კუთხოვანი ელემენტები აყალიბებს. შესაძლოა უშნოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ სადაო არაა ის ფაქტი, რომ Kalman-ი ნებისმიერ დროს და ადგილას ყურადღებას მიიქცევს.

IATY-Kalman-6

Kalman-ის დასამზადებლად პიკაპ F-450-ის შასი კი გამოიყენეს, მაგრამ სალონისთვის, ცისფერი ოვალის უფრო პატარა პიკაპი F-150 შეარჩიეს. ოღონდ, ის გვარიანად გადააკეთეს. ყურადღებას იქცევს მოოქროვილი დეტალები, რითაც მასში ნამდვილი ჩინელი ამოიცნობა. გარდა ამისა, სალონის გასაწყობად, შავი ტყავი და ალკანტარა, ასევე უამრავი ხის დეტალი გამოიყენეს.

IATY-Kalman-3

Kalman-ის სალონში მხოლოდ ოთხი ადგილია. ამასთან, უკანა ორი სავარძლის მგზავრებს ნამდვილი მეფური ფუფუნება ელით. აქ არის კომფორტისთვის საჭირო ყველა ელემენტი, მათ შორის ტაბლეტის დასამაგრებლები და განსხვავებული ზომის ჭიქების ჩასადგმელები. გარდა ამისა, მგზავრების განკარგულებაშია მძლავრი სტერეოსისტემა 20 სპიკერით, ასევე კარაოკეს სისტემა სამგანზომილებიანი ეკრანით.

IATY-Kalman-25