Honda თავის პოპულარულ კომპაქტურ ჰეჩბეკ Civic-ის ფოტო თიზერი გაავრცელა, რომელსაც პირველად ძველი კონტინენტის ბაზარზე, ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს. თიზერზე ავტომობილის უკანა ნაწილი, ჩაბნელებულ ფონზეა გამოსახული. ეს არის კონცეპტუალური ავტომობილი (ამაზე მიგვითითებს სანომრე ნიშაში არსებული წარწერა – Prototype), რომლის სერიული ვერსიის წარმოებაც (ბრიტანეთში) მომავალ წელს უნდა დაიწყოს.

ამ ფოტოს მიხედვით ძნელი სათქმელია, ეს სტანდარტული Civic-ია, თუ მისი ტემპერამენტიანი ვერსია Type R. შეწყვილებული გამოსაბოლქვის, სახურავის ბოლოში არსებული სპოილერის და ზორბა ვენტილატორების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფოტოზე სწორედ ამ უკანასკნელს ვხედავთ.

კონცეპტუალური Civic-ის გარდა, იაპონური კომპანია სხვა მოდელებსაც წარადგენს. მათ შორისაა ფიჭურ ელემენტებზე მომუშავე Clarity, რომელსაც შვეიცარიულ გამოფენაზე, ევროპული პრემიერა ელის. Honda-მ ის პირველად ოქტომბერში, ტოკიოს შოუზე წარადგინა. მას ფიჭური ელემენტების ბლოკი და მთელი ძალური დანადგარი კაპოტის ქვეშ აქვს მოთავსებული და ერთი სრული გაწყობით, დაახლოებით 700 კილომეტრის გავლა შეუძლია.

კიდევ ერთი სიახლეა კონცეპტუალური Jazz Keenlight, რომლითაც Honda პოპულარული Jazz-ის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობებს გვიჩვენებს. იაპონური კომპანიის სტენდზე შოუსტოპერობას კი ახალი სუპერ ავტომობილი NSX გასწევს, რომლის ევროპული გაყიდვებიც მალე დაიწყება. მისი წყვილ ტურბინიანი DOHC ბაზაშია განლაგებული, მასთან კი წყვილში 9-საფეხურიანი წყვილქუროიანი ტრანსმისია იმუშავებს.