ფორმულა 1-ში იოლი გამარჯვება არ არსებობს, თუმცა გერმანიის დიდ პრიზზე ლუის ჰამილტონმა ისე მოიგო, მისი ლიდერობა ერთხელაც არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. და ეს იმ დროს, როცა ნიკო როსბერგმა არათუ პოული ვერ შეინარჩუნა, სტარტზევე მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა და ფინიშის ხაზიც მეოთხემ გადაკვეთა. ამგვარად, ჰამილტონმა თანაგუნდელთან უპირატესობა 19 ქულამდე გაზარდა.

i_5e45572e55bc7692017626df7999e330_1469990543175163_0

სტარტზე როსბერგს ჰამილტონის გარდა, ორივე „რედ ბულმაც“ გაასწრო. გერმანლმა სწრაფადვე სცადა დანიელ რიკარდოს ჩამოტოვება და თითქოს გამუვიდა კიდეც. პილოტებმა რამდენიმე მოსახვევი ბრძოლით გაიარეს, ბოლოს კი ავსტრალილემა შეძლო მესამე ადგილის შენარჩუნება.

სასტარტო ციებ-ცხელების შემდეგ, რბოლისას ერთი ისეთი შემთხვევა მოხდა, რომელმაც მოწინავეთა განლაგება შეცვალა, ოღონდ ლიდერს არ შეხებია. მეორე პიტ სტოპი როსბერგმა მაქს ფერსტაპენზე ერთი წრით ადრე შეასრულა. და როცა ჰოლანდიელი ტრასას დაუბრუნდა, „მერსედესის“ პილოტმა სწრაფადვე გაასწრო. ეს მოსახვევ შპიცკერეში მოხდა. როსბერგმა შიდა ტრაექტორიით შეუტია და მაქსიმალურად გვიან დაამუხრუჭა. ფერსტაპენი გარეთ დარჩა, თუმცა საკმარისი სიჩქარე ჰქონდა იმისათვის, რომ სწორზე გასვლისას, პოზიცია შეენარჩუნებინა. მაგრამ როსბერგმა ისე გაიარა, რომ მეტოქეს ადგილი აღარ დაუტოვა. „რედ ბულის“ პილოტი იძლებული გახდა, ტრასის მიღმა გასულიყო.

i_d495e3de3b9d81883f4726ae9a2d3c1f_1469990543638802_0

ამ მანევრისთვის, რომელიც ავსტრიის რბოლის ბოლო წრეზე, როსბერგის და ჰამილტონის ავარიას ჰგავდა (ორივეჯერ როსბერგი შიდა ტრაექტორიაზე იყო და ორივეჯერ მოხვევა დააგვიანა), გერმანელი პილოტი ხუთწამიანი ჯარიმით დაისაჯა. მან ეს გააპროტესტა, მაგრამ რა თქმა უნდა, არავინ მოუსმინა. ეს ჯარიმა კი მესამე პიტ სტოპისას მოიხადა და სწორედ ამის გამო ვერ შესწვდა კვარცხლბეკს.

რაც შეეხება „რედ ბულის“ პილოტებს, მე-40 წრეზე მათ პოზიციები გაცვალეს. ამ დროს, რიკარდო სუპერ სოფტ საბურავებით იყო, ფერსტაპენი კი სოფტებით და მათ განსხვავებული სტრატეგია ჰქონდათ, რის გამოც ჰოლანდიელს წინააღმდეგობა არ გაუწევია. აქედან მოყოლებული, რიკარდომ როსბერგის დაწევაც დაიწყო და როცა ამან ბოქსებისკენ შეუხვია, ავსტრალიელმა მიზანში ჰამილტონი ამოიღო. ერთხენს მასზე გაცილებით სწრაფი იყო, მაგრამ როცა სხვაობა 7 წამს ჩამოსცდა, ჰამილტონმა ტემპი გაზარდა და ავსტრალიელის იმედსაც წერტილი დაუსვა.

i_04b37035e3193914e2b6086fba7daecc_1469990544591900_0

ასე იყო თუ ისე, „რედ ბულის“ პილოტებმა ერთად კვარცხლბეკზე ასვლა ამ სეზონში პირველად შეძლეს. რიკარდიმ მისთვის საიუბილეო, მეასე რბოლა მეორე ადგილით დააგვირგვინა, რაც კვარცხლბეკზე, საკუთარი ფეხსაცმლით დალეული შამპანურით აღნიშნა. ამგვარად, ზედიზედ მეორე რბოლაა, ის კვარცხლბეკზე ასვლას ახერხებს. ამასთან, თუ უნგრეთში მესამე იყო, გერმანიაში ერთი საფეხურით მაღლა ავიდა…

გერმანიის დიდი პრიზი

ჰოკენჰაიმრინგი, დისტანცია 306.458 კმ (4.574 კმ, 67 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:30:44.200
  2. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) +6.996
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 13.413
  4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 15.845
  5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 32.570
  6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 37.023
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 70.049
  8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  9. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1 წრე
  10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1 წრე
  11. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1 წრე
  12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  14. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე
  15. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1 წრე
  16. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1 წრე
  17. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 2 წრე
  18. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 2 წრე
  19. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 2 წრე
  20. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 2 წრე

გ. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 10 წრე

გ. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 31 წრე

შენიშვნა: გ – გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: დანიელ რიკარდო – 1:18.442 (48-ე წრე, 209.918 კმ/სთ)

პილოტების კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი – 217 ქულა; 2. ნიკო როსბერგი – 198; 3. დანიელ რიკარდო – 133; 4. კიმი რაიკონენი – 122; 5. სებასტიან ფეტელი – 120; 6. მაქს ფერსტაპენი – 115; 7. ვალტერი ბოტასი – 58; 8. სერხიო პერესი – 48; 9. ფელიპე მასა – 38; 10. ნიკო ჰულკენბერგი – 33; 11. კარლოს საინსი – 30; 12. რომენ გროჟანი – 28; 13. ფერნანდო ალონსო – 24; 14. დანილ კვიატი – 23; 15. ჯენსონ ბატონი – 17; 16. კევინ მაგნუსენი – 6; 17. პასკალ ვერლაინი – 1; 17. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) – 1

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი – 415 ქულა; 2. რედ ბულ-TAG ჰოიერი – 256; 3. ფერარი – 242; 4. უილიამს-მერსედესი – 96; 5. ფორს ინდია-მერსედესი – 81; 6. ტორო როსო-ფერარი – 45; 7. მაკლარენ-ჰონდა – 42; 8. ჰაას-ფერარი – 28; 9. რენო – 6; 10. მენორ-მერსედესი – 1; 11. ზაუბერ-ფერარი – 0