საქართველო შედის იმ ქვეყნების ხუთეულში, სადაც წარმოდგენილია უმსხვილესი კონცერნის Great Wall-ის პრემიუმ ბრენდი HAVAL. თავდაპირველად საქართველოს საავტომობილო გზებზე გამოჩნდება ჰავალის სამი მოდელი, – H2, H6 და H9, შემოდგომაზე კი მათ შეუერთდებათ შანხაის ავტოსალონის სიახლე Haval H8.

ავტოსალონის გახსნის ცერემონიალზე პარიზში მოღვაწე ცნობილი უკრაინელი დიზაინერის  ANNA OCTOBER-ის გრანდიოზული ჩვენება მოეწყობა.

გახსნის ცერემონიალზე სტუმრებს საშუალება ექნებათ გაიარონ რეგისტრაცია ტესტ–დრაივზე, ხოლო Haval-ის დირექტორი ბესიკ ფიფია Haval-ის სხვადასხვა მოდელების პრეზენტაციას აუდიო და ვიზუალური ფორმით წარმოადგენს.

h8_wg_44

Haval H2 აღჭურვილია 4 ცილინდრიანი, 1.5 მოცულობის ტურბინიანი ბენზინის ძრავით, რომელიც უზრუნველყოფს 150 ცხენის ძალის გამომუშავებას. Haval H2-ი არის წინა წამყვანი თვლებით და მას აქვს ავტომატური გადამცემი სისტემა. მოდელის საბაზისო ვერსია აღჭურვილია, – ABS, EBD, BAS და ESP  სისტემებით.

Haval H6 აღჭურვილია 4 ცილინდრიანი,  1.5 მოცულობის ტურბინიანი ბენზინის ძრავით და ის ავითარებს 147 ცხენის ძალის  სიმლავრეს, ეს იმ პირობებში, როცა საწვავის მოხმარება 100 კილომეტრზე 8.5 ლიტრს არ აღემატება.

H9 ახალი თაობის შვიდადგილიანი სრულფასოვანი ყველგანმავალია, მისი სიგრძე 4.9 მეტრია. იგი აღჭურვილია 2.0 მოცულობის, 218 ცხენის ძალის სიმძლავრის ტურბინიანი ძრავით, H9–ს აქვს ექვს სიჩქარიანი, „ავტომატური“ (ZR) გადაცემათა კოლოფი.

საქართველოში წარმოდგენილი H9-ის საბაზისო კომპლექტაცია მოიცავს, – ექვს უსაფრთხოების ბალიშს, ტყავის სალონს, წინა ელექტროსავარძლებს, სამზონიან კლიმატკონტროლს, აუდიო სისტემა Ifinity-ს, უკანა ხედვის კამერას, ბი–ქსენონებს, ლუქს, სინათლისა და წვიმის სენსორებს, ასევე, სრულ ელექტროპაკეტს.

Haval-ი არის უმსხვილესი კონცერნის, – Great Wall-ის პრემიუმ ბრენდი, რომელმაც შეცვალა წარმოდგენა ჩინურ ავტომობილებზე. მისი სამოდელო სპექტრი შედგება ეკონომიური ყველგანმავლების და კროსოვერებისგან.

საქართველოში Haval-ის ავტოსალონში მომხმარებლისთვის ძალიან ხელსაყრელი პირობებია შექმნილი, საუბარია ავტოგანვადებაზე. Haval-ის საკრედიტო პირობები უნიკალურია, ყველგანმავალი H9–ის შეძენის შემთხვევაში, ყოველთვიური გადასახადი მხოლოდ 270 დოლარია თვეში. ასევე, Haval-ის ყველა მოდელზე ვრცელდება 5 წლიანი ან 100 000 კილომეტრამდე გარანტია.