ლუის ჰამილტონი ჩინეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლაშიც უსწრაფესი გამოდგა. მართალია, მან ამ სეზონის მესამე პოულიც მოიპოვა, მაგრამ სესიის ბოლო წამებზე, მისი დაკარგვის რეალური საშიშროება მისმა თანაგუნდელმა, ნიკო როსბერგმა შეუქმნა. ჰამილტონმ საუკეთესო წრის გავლა კვალიფიკაციის მესამე ნაწილის პირველივე ცდაზე შეძლო და მის გასაუმჯობესებლად თავი დიდად აღარც შეუწუხებია, თუმცა ტრასაზე ბოლო წუთზეც იყო. საბოლოოდ, 0.042-წამიანი უპირატესობა საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ რბოლის პირველი პოზიციიდან დაწყების უფლება მიეღო.

როსბერგს კიდევ ერთხელ მოიწია ცხრილის მეორე საფეხურით დაკმაყოფილება. მათთან ყველაზე ახლოს კი ამჯერადაც სებასტიან ფეტელი მივიდა, თუმცა პოულის დროს თითქმის წამით ჩამორჩა. ამჯერად, სტარტზე მას გვერდს ფელიპე მასა დაუმშვენებს, რომელმაც მეოთხე პოზიცია ბოლო ცდზე წაართვა თავის თანეგუნდელ ვალტერი ბოტასს. მხოლოდ მე-6 დროს დასჯერდა კიმი რაიკონენი. ფინელმა ნარბოლევს განაცხადა, რომ ტრეკის პირველ სექტორში ვერაფრით აკრიფა სასურველი სიჩქარე, რადგან მანქანის უკანა ნაწილი ამის საშალებას არ აძლევდა.

უნდა ითქვას, რომ რბილი საბურავები, მედიუმთან შედარებით წრეზე 1.7 წამის უპირატესობას იძლევა, მაგრამ „მერსედესის“ პილოტებმა პირველი ნაწილი სოფტების გარეშე გაიარეს. ჰამილტონს მეორე ანწილში საბურავების გადახურების პრობლემა შეექმნა, თუმცა მაინც იოლად შეძლო ამ ბარიერის გავლაც.

hami-32

ორივე „მაკლარენი“ სესიის პირველივე ნაწილში ჩარჩა. უნდა ითქვას, რომ მესამე თავისუფალი პრაქტიკისას, აგრეგატი გაუჭირვეულდა ფერნანდო ალონსოს, მაგრამ საკვალიფიკაციოდ, მის მანქანზე ძრავის გამოცვლა საჭირო არ გახდა. სესიის მეორე ნაწილის დასაწყისში, დანილ კვიატის „რედ ბულზე“ ძრავმა სიმძლავრე დაკარგა და მასაც ბოქსებში უხმეს. ბედად, პრობლემა მალევე მოგვარდა და პილოტი ტრეკზე დააბრუნეს, მაგრამ მან ის დრო ვერ აჩვენა, რაც შემდეგ ეტაპზე გადაიყვანდა.

საინტერესოა, რომ სესიის მესამე ნაწილის პირველ ცდაზე, „ფერარის“ პილოტებმა მედიუმებით იასპარეზეს, რათა უფრო რბილი საბურავები რბოლისთვის დაეზოგათ. ამის გამო, მათ „მერსედესებზე“ ორი წამით უარესი დრო ჰქონდათ, თუმცა ბოლო ცდაზე სოფტების დაყენებამ, მათი კონკურენტუნარიანობაც დააბრუნა.

ჩინეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

Q3

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1’35.782
  2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1’35.824
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1’36.687
  4. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1’36.954
  5. ვალტერი ბოტასი (ფინთი, უილიამსი) 1’37.143
  6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1’37.232
  7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1’37.540
  8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1’37.905
  9. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1’38.067
  10. მარკუს ერიქსონი (შვედთი, ზაუბერი) 1’38.158

Q2

  1. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1’38.134
  2. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1’38.209
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1’38.393
  4. კარლოს საინს უმცროსი (ესპანთი, ტორო როსო) 1’38.538
  5. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1’39.290

Q1

  1. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1’39.216
  2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1’39.276
  3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1’39.280
  4. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1’42.091
  5. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 1’42.842

Petronas-Sponsor-Footer