ლუის ჰამილტონი „მერსედესთან“ მალე ახალ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის რომელიც მას 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს მოუტანს. მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე 12 თვეა, რაც გრძელდება და ის ანაზღაურების მხრივ, რეკორდული იქნება ბრიტანული სპორტის ისტორიაში. ამგვარად, ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, 30 წლის ჰამილტონი სამქიმიანებთან 2018 წლამდე დარჩება.

მართალია, ჰამილტონს წლიური ანაზღაურება 33 მილიონ სტერლინგზე მეტი იქნება, თუმცა მოცულობით ის მაინც ვერ შეედრება სებასტიან ფეტელის ხელფასს – მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს „ფერარიმ“ 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუნიშნა. სავარაუდოდ, „მერსედესი“ და ჰამილტონი ახალი კონტრაქტის შესახებ მონაკოს დიდი პრიზის დღეებში გამოაცხადებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ახალი კონტრაქტის ძირითად საკითხებზე დეკემბერში მოილაპარაკეს, თუმცა მისი ხელმოწერა იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ ბრიტანელ მრბოლს საკუთარი იმიჯის (სამოსის და აქსესუარების) კონტროლი სურდა, რაზეც სამქიმიანები თანახმა არ იყვნენ.

ლეგენდარული სერ სტირლინგ მოსი ამბობს, რომ ჰამილტონს თავისუფლად შეუძლია ხუთი, ან ექვსი ტიტულის მოპოვება და ახალი კონტრაქტი სწორედ მომავალი გამარჯვებების საწინდარი იქნება. ამ სეზონის პირველი ხუთი ეტაპის შემდეგ, ის 20 ქულას უგებს თანაგუნდელ ნიკო როსბერგს, რომელმაც ახლახანს ესპანეთის დიდი პრიზი მოიგო.

Petronas-Sponsor

ჰამილტონი ფლობს სახლებს მონტე კარლოსა და ლოს ანჯელესში, ასევე აშშ-ის შტატებში – კოლორადოსა და ფლორიდაში. ის ფლობს რეაქტიულ ბიზნეს კლასის თვითმფრინავ „ჩელენჯერ 605-ს“ და ამერიკაში თითქმის ყოველკვირეულად დაფრინავს. ახლახანს, ფლოიდ მეივეზერ უმცროსის და მანი პაკიაოს ჯახსაც დაესწრო. ის რეპერებთან და როკმენებთან მეგობრობს და სუპერ ავტომობილების კოლექციითაცაა ცნობილი.

ახლახანს ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი „ფერარი ლაფერარი“ შეიძინა და მის საყიდლად მარანელოში რომ ჩავიდა, ბევრმა ჩათვალა, რომ „ფერარისთან“ აფორმებდა კონტრაქტს. მონაკოში მის გარაჟში „მაკლარენ P1“ დგას. გარდა ამისა, მის მფლობელობაშია 1967 წლის გამოშვების „შელბიGT500“ და „პაგანი ძონდა 760 LH“.

მსოფლო ვარსკვლავების უდიდესი ხელფასები (წლიური, მილიონი სტერლინგი)

სებასტიან ფეტელი, (ფ1, 2015, ფერარი)             51.4

ფლოიდ მეივეზერი, (კრივი, 2013 შოუტაიმი)  46.3

კიმი რაიკონენი, (ფ1, 2007, ფერარი)                    32.8

დევიდ ბექჰემი, (ფეხბურთი, 2007, ლოს ანჯელეს გალაქსი) 32.1

მიხაელ შუმახერი, (ფ1, 1996, ფერარი)                £20

კლეიტონ კერშოუ, (ბეისბოლი, 2014, ლოს ანჯელეს დოჯერსი)       19.75

მაქს შერცერი, (ბეისბოლი, 2015, უოშინგტონ ნეიშნლზი)      19.3

მიგელ კაბრერა, ბეისბოლი, 2014, დეტროიტ ტაიგერსი)        18.8

ალექს როდრიგესი, ბეისბოლი, 2008, ნიუ იორ იანკიზი)       17.7

უეინ რუნი, ფეხბურთი, 2015, მანჩესტერ იუნაიტედი)          16.7

Petronas-Sponsor-Footer