მერსედესი რომ კანადური დიდი პრიზის კვალიფიკაციას მოიგებდა, ამაში საეჭვო არაფერი იყო. და რომ პოულზე ლუის ჰამილტონის ხილვის მეტი შანსი იყო, არც ესაა სადაო. ასეც მოხდა, სამქიმიანები სტარტზე კვლავ დაიკავებენ მოწინვე ორი პოზიციას. სხვათა შორის, ეს ბოლო 18 რბოლაში მათი ამდენივე პოულია. ამაზე მეტი (24), 1992-93 წლებში, მხოლოდ „უილიამსმა“ შეძლო.

სამაგიეროდ, გასაკვირი იყო ის, რომ კვალიფიკაციის პირველივე ბარიერის გავლა ვერ შეძლო სებასტიან ფეტელმა, ურომლისოდაც, მიმდინარე სეზონის კვარცხლბეკები იშვიათად რჩება. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს, თბური ენერგიის აღდგენის სისტემამ უმტყუნა. მასავით არც ფელიპე მასას გაუმართლა, რომელსაც ასევე სიმძლავრის „დაკარგვამ“ შეუშალა ხელი. ჯენსონ ბატონმა კი ტრასაზე გამოსვლაც კი ვერ მოახერხა. მის შემთხვევაშიც, მიზეზი ძალური დანდგარი გახდა, რომელიც პრაქტიკებზე დაუზიანდა და გუნდმა მისი შეცვლა ვერ მოასწრო.

აღსანიშნავია, რომ მასას გარდა, „მერსედესის“ ძრავებით მოასპარეზე ყველა პილოტმა ათეულში შესვლა შესძლო. მათ შორის არიან „ფორს ინდიას“ პილოტებიც – ნიკო ჰულკენბერგი და სერხიო პერესი. სხვათა შორის, ინდურმა გუნდმა გამოაცხადა, რომ სილვერსტოუნზე, მნიშვნელოვნად მოდიფიცირებული მანქანით იასპარეზებს.

Petronas-Sponsor

„ტორო როსოს“ პილოტებმა, კარლოს საინსმა და მაქს ფერსტაპენმა შესაბამისად, მე-11 და მე-12 შედეგები აჩვენეს, მაგრამ ჰოლანდიელი რბოლას მე-17 პოზიციიდან დაიწყებს, რადგან მონაკოში რომენ გროჟანთან მომხდარი ავარიაში სტიუარდებმა მისი ბრალი დააფიქსირეს.

გადამწყვეტ ეტაპზე, უფრო სწრაფი ჰამილტონი გამოდგა, რომელმაც კვალიფიკაციის მეორე ნაწილში, მის მიერვე დაფიქსირებული დროის გაუმჯობესება შეძლო, როსბერგმა კი ეს ვერ მოახერხა. მოგვიანებით, ეს მისი მანქანის უკანა საბურავებს დაბრალდა. როსბერგი სწორედ მათ არასაკმარის ჩაჭიდებას უჩიოდა. საბოლოოდ, ორად-ორი პილოტი, ვინც წრე წუთსა და 15 წამზე ნაკლებში გაიარა, სწორედ ჰამილტონი და როსბერგი იყო. ამასთან, მათ ბოლო ცდაზე საკუთარი დროის გაუმჯობესება ვეღარ შეძლეს.

რბოლას მეორე რიგიდან ფინელები – კიმი რაიკონენი და ვალტერი ბოტასი დაიწყებენ. ამით ბოტასმა დაამტკიცა, რომ მონაკოში „უილიამსის“ ჩავარდნა ერთჯერადი გამონაკლისი იყო და რომ გუნდი მალე შეძლებს „ფერარისთვის“ კონკურენციის გაწევას. რაიკონენს კი როგორც იქნა, კვალიფიკაცია გამოუვიდა – ის როსბერგს „მხოლოდ“ 0.4 წამით ჩამორჩა.

ყურადღებას იმსახურებს „ლოტუსის“ პილოტების“, გროჟანის და პასტორ მალდონადოს კარგი გამოსვლა. ისინი სტარტზე მესამე რიგში დადგებიან.

კანადის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

Q3

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:14.393
  2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:14.702
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:15.014
  4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:15.102
  5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:15.194
  6. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:15.329
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:15.614
  8. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:16.079
  9. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:16.114
  10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:16.338

Q2

  1. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:16.042
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:16.245
  3. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:16.262
  4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:16.276
  5. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:16.620

Q1

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:17.344
  2. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:17.886
  3. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 1:19.133
    19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1:19.157
    20. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 დროის გარეშე

 

Petronas-Sponsor-Footer