უკვე წლებია, სატუნინგო კომპანია Hamann Motorsport-ი, რომელიც BMW-ს, Range Rover-ის, Mercedes-Benz-ის და Lamborghini-ს ავტომობილების ტუნინგზე მუშაობს, თავის კლიენტებს მისი ტექნიკური პარტნიორის, კომპანია Liqui Moly-ს საზეთი მასალების გამოყენებას ურჩევს. ახლახანს პარტნიორმა კომპანიებმა თანამშრომლობა გაახანგრძლივეს.

Hamann-ის პიარ მენეჯერი და გაყიდვების დირექტორი ული შვარცი ამბობს, რომ Liqui Moly-ს ზეთები ყველაზე უკეთ შეესაბამება მისი კომპანიის მიერ შემუშავებულ მაღალი შესაძლებლობების ავტომობილებს, რომლებიც დიდი სიმძლავრით გამოირჩევა და რომლებზეც კომპანიის კლიენტებს შორის ყველაზე მეტი მოთხოვნაა. ამასთან, აუცილებელია დონორი ავტომობილების მწარმოებელთა მხრიდან ამა თუ იმ ზეთის გამოყენებაზე ნებართვის გაცემა და ამ მხრივ, Liqui Moly-ს პროდუქციას პრობლემა არ აქვს.

HAMANN-LIQUI-MOLY-1

განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევა სინთეტიკური 5W-30 სტანდარტის ზეთი, რომელიც დაბალი სიბლანტით, მაღალ ტემპერატურაზე სიბლანტის მცირე ცვლილებით, ხახუნის და მასზე სიმძლავრის დანაკარგების შემცირებით გამოირჩევა და ბუნებრივია, რომ ავტომწარმოებლებს მისადმი დიდი ნდობა აქვთ. გარდა ამისა, როგორც შვარცი ამბობს, მისი კომპანიის სპეცალისტები მჭიდროდ თანამშრომლობენ Liqui Moly-ს ექსპერტებთან.

ამჟამად ორი კომპანია ერთობლივად მუშაობს BMW M2-ის ახალ ვერსიაზე, რომელსაც მყიდველი მოუთმენლად ელის. რა თქმა უნდა, ჰამანი მას სიმძლავრეს გაუზრდის და ამას აუცილებლად დასჭირდება მაღალი ხარისხის ზეთი. გარდა ამისა, ავტომობილი ახალი აეროდინამიკური ელემენტებით აღიჭურვება. ამ ავტომობილს უკვე ჩაუტარდა ტესტები ჰოკენჰაიმრინგზე. ამ ტესტებში მონაწილეობას Liqui Moly-ს სპეციალსტებიც ღებულობდნენ.