ფორმულა E თანამედროვე ეპოქის პირმშოა – სარბოლო სერია, რომლის რბოლებში ღიაბორბლიანი ელექტრომობილები, ანუ ელექტრული ფორმულები მონაწილეობენ. სამომავლოდ, FE-ს ფორმულა ერთის ერთგვარ ალტერნატივადაც განიხილავენ. მართალია, ამის არავის სჯერა, ყოველ შემთხვევაში, ამჟამად. მაგრამ ფაქტია, რომ ელექტრონული ფორმულა საერთაშრისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პროტეჟეა, რომელიც ცდილობს, რომ ეკოლოგიაზე მზრუნველი ორგანიზაციის სახელი ჰქონდეს.

ეს კი ნიშნავს, რომ FIA-ს ატმოსფეროს დაბინძურებასთან ბრძოლაში, თავისი წვლილი შეაქვს. შესაბამისად, კაცი იფიქრებს, რომ ამ სერიაში ნავთობკომპანიებს არაფერი ესაქმებათ. მაგრამ ასე არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ასე Gulf Oil-ში გადაწყვიტეს და მათ სერიის გუნდ Team Aguri-ს სპონსორობა იკისრეს. ბუნებრივია, იაპონურმა გუნდმა თავისი ბოლიდი იმ სახელგანთქმულ ფორმაში გამოაწყო, რომელიც თავის დროზე, ლეგენდარულ Porsche 908-ს, Ford GT40-ს და McLaren F1 GTR-ს ამშვენებდა.

031016_motor_gulf_2.vadapt.664.high.32

როგორც გალფი აცხადებს, ფორმულა E-ში სპონსორობით, კომპანია ახალი ტიპის ავტომობილებისა და საავტომობილო პროდუქტებისადმი თავის დამოკიდებულებას გვიჩვენებს. „ამ სერიაში ჩვენი მონაწილეობა იმის ნიშანია, რომ „გალფი“ თავის ისტორიას არ ცვლის, რაც ჩვენი ბიზნესის ყველა ასპექტში, მოწინავე პოზიციაზე ყოფნას ნიშნავს. ეს სერია, საავტომობილო ინდუსტრიის მიერ ფოკუსის შეცვლის დასაწყისის ერთ-ერთი ნიშანია. ავტომწარმოებლები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ ელექტრომობილების და ჰიბრიდული ავტომობილების შემუშავებას. ამ ახალი ტიპის მანქანებს კი განსხვავებული საზეთი მასალები სჭირდება, რათა ოპტიმალური ეფექტურობით იმუშაონ. ახალი ტექნოლოგიები კი იმ მიმართულებით ვითარდება, რომ ამ ტიპის ავტომობილებს მეტი სვლის სიშორე ჰქონდეს, სწრაფად იმუხტებოდეს და გამძლეც იყოს“, – ამბობს „გალფის“ ვიცე პრეზიდენტი ფრენკ რატენი.